სემინარები

მონაცემთა ბაზის დაპროექტების თანამედროვე მიმართულებები - კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზებურ სურმანიძე სემინარი შედგება 20 ივლისს 13:00 სთ-ზე (ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობა, 308 აუდიტორია)

როგორც წესი, დამუშავებას ექვემდებარება ინფორმაცია, რომელიც მიეკუთვნება ერთ განსაზღვრულ საგნობრივ არეს, ანუ ცოდნის რომელიმე სფეროს, რომელსაც პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მომხმარებლისათვის. სწორედ მონაცემთა ბაზაში ჩვეულებრივ ინახება გარკვეული სფეროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

მონაცემთა ბაზა თავის მხრივ წარმოადგენს მონაცემთა სტრუქტურირებულ ნაკრებს. ამიტომ იმ ფორმაში, რომელშიც თქვენ ინფორმაციას ღებულობთ, აღიქვამთ, გადასცემთ შეუძლებელია კომპიუტერის მეხსიერებაში წარმოადგინოთ სპეციალური წინასწარი მომზადების გარეშე და ფორმალური ალგორითმებით დაამუშავოთ, რომლებიც რეალიზებულია პროგრამების სახით. იმისათვის, რომ ინფორმაციის კომპიუტერით დამუშავება (შენახვა, დალაგება, ძებნა და ა. შ.) შესაძლებელი გახდეს აუცილებელია მისი გარკვეული წესებით სტრუქტურირებულად წარმოადგინოთ.

მონაცემთა ბაზის კონცეფციის განვითარების შედეგად გამოიკვეთა ინფორმაციის წარმოდგენის სამი დონე: ინფოლოგიური, დატალოგიური და ფიზიკური. თითოეულ დონეზე ისეთი სახით ხორციელდება ინფორმაციის სტრუქტურირება, რომ მესამე დონეზე ინფორმაცია შესაძლებელია წარმოადგინოთ ისეთი მონაცემთა სტრუქტურის სახით, რომელიც კომპიუტერის მეხსიერებაში რეალიზდება.

მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი წარმოდგენის მინიმალური მოცულობა (სიჭარბე). ინფორმაციის ნაწილობრივი სიჭარბე აუცილებელია, მაგრამ ის უნდა იყოს მინიმიზირებული, ვინაიდან მონაცემთა გადაჭარბებული სიჭარბე იწვევს რიგ უარყოფით შედეგებს.

ბოლო წლეებში მონაცემთა ბაზის დაპროექტების ოთხი მიმართულება გამოიკვეთა: რელაციური მონაცემთა ბაზები; არარელაციური მონაცემთა ბაზები (NoSQL);  გრაფული მონაცემთა ბაზები და NewSQL (ჰიბრიდული) მონაცემთა ბაზები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა