ხშირად თვლიან, რომ ღირებულებები მოსწავლეს მხოლოდ ზოგიერთი საგნის სწავლებისას უნდა განუვითარდეს (მაგ. ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია). განათლების თანამედროვე მკვლევრები ამ მოსაზრებას განიხილავენ, როგორც მცდარს. სპეციალისტები თვლიან, რომ ტრადიციული გაკვეთილის მეშვეობით მოსწავლე იძენს მხოლოდ ცოდნას და მას ,,ასწავლიან“ ღირებულებებს. თანამედროვე გაკვეთილზე კი მოსწავლე იძენს ცოდნას და მას უვითარდება ეთიკური ფასეულობები და ღირებულებები. ასეთ გაკვეთილს ღირებულებებისა და ცოდნის შეძენის (VaKE) გაკვეთილს უწოდებენ, სადაც გამოიყენება სწავლა-სწავლების მეთოდი, რომელიც ცოდნის შეძენასთან ერთად მოსწავლეს ღირებულებებს უვითარებს, სასწავლო პროცესს საინტერესოს ხდის და სწავლა-სწავლების მიზნების მიღწევას აიოლებს.
VaKE-ს გაკვეთილი დილემაზე დაფუძნებულ სწავლებას ეყრდნობა. დილემა - ბერძნ. იძულებითი მდგომარეობა - შეიცავს ორ ერთმანეთისგან გამომრიცხავ დებულებას, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია, რაც ხშირად მორალური ღირებულებების კონფლიქტების საბაბი ხდება.
პრეზენტაციაუკან |