სემინარები

2019 წლის 12 ივნისს 14:00 საათზე 37-ე ოთახში ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია კიკვაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: „ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლები ფაზარის ჰამიდიეში“ ( ყოფა და ენობრივი სიტუაცია).

სემინარის თემა ერთი ნაწილია კვლევისა, რომელიც მიზნად ისახავს რიზეს რეგიონის ფაზარის რაიონის სოფელ ჰამიდიეში მცხოვრებ ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლების მეტყველების, ფოლკლორის,   ყოფის, ისტორიის,   მატერიალური კულტურის შესწავლას.

ჰამიდიეს ქართული ყველაზე ახლოს დგას აჭარის ქობულეთის მეტყველებასთან. ჰამიდიელი ქართველი მუჰაჯირები აჭარულ დიალექტზე, მეტწილად ქობულეთურ კილოკავზე, მეტყველებენ.

ჩვენი მიზანია, დავადგინოთ, თუ როგორ მეტყველებენ ჰამიდიელები, რა ხარისხით ცოცხლობს მათში საკუთრივ ქობულეთური და რით განსხვავდება  ჰამიდიეს ქართული სხვა რეგიონებში მცხოვრები ქობულეთელი მუჰაჯირების მეტყველებისგან; როგორია  ჰამიდიეს ქართულის ენობრივი სტრუქტურა და კონტაქტები თურქულთან.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა