სემინარები

„ეფექტური და უსაფრთხო ტოპიკური მკურნალობა ატოპიური დერმატიტის დროს ბავშვებში’’, სემინარის ჩატარების დრო: 30.05.2019, 14:00 სთ, 328 - ე აუდიტორია, ლელა ბერიძე

ატოპიური დერმატიტი არის კანის ქრონიკული, ალერგიული  დაავადება, დამახასიათებელი სტადიური მიმდინარეობით და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებული კლინიკური გამოვლინებებით. ატოპიური დერმატიტის განვითარებაში ენდოგენურ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარგანწყობა, ატოპიის ოჯახური შემთხვევები, ხოლო ეგზოგენურ ფაქტორებს შორის უნდა აღინიშნოს გარემო ფაქტორები, საყოფაცხოვრებო პირობები, სხვადასხვა მედიკამენტოზური, კვებითი ან საყოფაცხოვრებო ალერგენი, კანის გამოშრობა და მისი არასწორი მოვლა და სხვა.

დროული და სწორი დიაგნოსტირება, კლინიკური გამოვლინებების და დაავადების სიმძიმის სწორად შეფასება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სწორი მკურნალობისთვის.

რაც შეეხება ატოპიური დერმატიტის მკურნალობას, მნიშვნელოვანია ალერგენების ელიმინაცია, ზოგადი და ადგილობრივი მკურნალობის დროულად დაწყება. ზოგადი მკურნალობა ტარდება კორტიკოსტეროიდებით, იმუნომაკორეგირებელი საშუალებებით, ანტიჰიასტამინებით, ხოლო ადგილობრივი მკურნალობის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს მწვავე პროცესის ალაგებაში და რემისისიის ხანგრძლივად შენარჩუნებაში. მნიშცნელოვანია ტოპიკური  კორტიკოსტეროიდების შერჩევისას ყურადღება გავამახვილოთ დაავადების სტადიაზე, რათა სწორად შეირჩეს წამლის ფორმა-მალამო, კრემი თუ ლოსიონი. ასევე ლოკალიზაციის შესაბამისად უნდა შეირჩეს წამლის ფორმა და სიძლიერე. ბავშვებში განსაკუთრებით მარტივად შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ტოპიკური თუ ზოგადი გვერდითი ეფექტები პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას. კანის მოვლის შემთხვევაში, სწორად დატენიანების დროს, ემოლენტების გამოყენებით შესაძლებელია მაქსიმალურად შევამციროთ კორტიკოსტეროიდების გამოყენების აუცილებლობა და მხოლოდ დამატენიანებლების ფონზე შევინარჩუნოთ ხანგრძლივი რემისია.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა