მიღებულია მოძრაობის განტოლებები დამაგნიტების კომპონენტებისათვის ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) ნაზი სტრუქტურის (ნს) სპინ-ტრიპლეტური მდგომარეობის (სტმ) ცალკეული გადასვლებისათვის გარე მუდმივი და ცვლადი ველების პირობებში. ნაჩვენებია, რომ ნს-ის სამიდან ერთერთი გადასვლის აღგზნების შემდეგ წარმოიქმნება ელიფსური პრეცესია მუდმივი მაგნიტური ველის მართობულ სიბრტყეში. მიღებულია აგრეთვე სპინური სისტემის (სს) დინამიკური ამთვისებლობის და ერთფონონური სპინ-მესერული რელაქსაციის (სმრ) სიჩქარის გამოსახულებები.

უკან |