სემინარები

ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნორა მამულაიშვილის სამეცნიერო სემინარი თემაზე: სამეცნიერო ნაშრომის (მონოგრაფიის) ,სუფსის საბადოს დაბალდებიტიანი ჭაბურღილის მოდინების ინტენსიფიკაცია ზანის კომპოზიციური ხსნარების გამოყენებით; 2019 წლის 18 ივნისს, 17 სთ. ტექნოლოგიური ფაკულტეტის სააქტო დარბაზი (აუდ. 410).

მონოგრაფია გამოცემულია: გამომცემლობა Academic Publishing -ის  მიერ,, გერმანიაში, ქ.დუსელდორფში, ინგლისურ ენაზე. 12.05.2019 წ.  მონოგრაფიაში   განხილულია   ნავთობის  მოპოვების   პრობლემური  საკითხები და  მათი  ინჰიბირების  მეთოდები.

ნავთობსარეწაო  ტექნოლოგიის  ერთ-ერთ  მნიშვნელოვან  პრობლემას დაბალ­დე­ბიტი­ანი  ჭაბურღილების ექსპლუატაცია წარმოადგენს. ნაშრომში განხი­ლულია საბა­დოს დებიტის შემცირების მიზეზები და მათი აღდგენის ქმედითი ღონისძიებები. ნაშრომში განხილულია საბადოს დამუშავების  და ნავთობის მოდინების  ინტენ­სიფიკაციის მეთოდი, ,ქიმიური  რეაგენტების, კერძოდ , ზედაპირულად  აქტიური  ნივთი­­ერებების (ზანის ) ხსნარების  გამოყენებით. ზანის ხსნარის  სახით ჩვენს მიერ შერჩეული იქნა,  მრავალფუნქციური, არაიონოგენური ზან-ის ხსნარი. ‘’ALKAN DE 202’’, რომლის სამრეწველო  ბაზას,  აზერბაიჯანის  ნავთობ-კომპანია   წარმოადგენს.  

     ზანის ხსნარის  ეფექტურობის  დადგენის  მიზნით, სისტემაში (წყალი  ნავთობი),  განსაზ­ღვრლი იქნა პროცესის  ფიზიკური  და  ტექნოლოგიური პრამეტრები. როგო­რიცაა:  სითხის  ზედაპირული   დაჭიმულობა, კაპილარული   დასველების სიჩქარე, წყლის გამოყოფის რაოდენობრივი მაჩვენებელი და დეემულგატორის  ეფექ­ტუ­რობის  კოეფიციენტი. ჩატარებული ცდების საფუძველზე დადგენილ  იქნა,   სისტემაში (წყალი-ნავთობი, ქანი) არაიონოგენური დეემულგატორის მოქმედების  ეფექტურობა და   ნავთობიანი ფენის  კოლექტორული  და  ფილტრაციული  თვისებების  გაუმჯო­ბესება.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა