სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „ნანოსტრუქტურების სინთეზი თხევადფაზური მეთოდების საშუალებით“. მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი ზაურ გამიშიძე.სემინარი ჩატარდება №208 აუდიტორიაში, 2019 წლის 21 ივნისს, 14:00სთ.

ნანოტექნოლოგიების განვითარების ერთ-ერთი თანამედროვე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ნანონაწილაკების სინთეზი. ნანონაწილაკების მიღებისა და კვლევების მიმართულებით მუშაობა მათი თვისებების ფართო დიაპაზონში, მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში და მათი აქტუალურობა სულ უფრო მხოლოდ იზრდება. ნანონაწილაკების კვლევებისადმი დიდი ინტერესი დაკავშირებულია მათ უნიკალურ თვისებებთან. ნანოტექნოლოგია განიცდის ძალიან სწრაფ ზრდას და გააჩნია უსასრულო გამოყენება პრაქტიკულად ყველა სფეროში. ნანონაწილაკების თვისებები დამოკიდებულია მრავალ მახასიათებლებზე - კონცენტრაცია, ზომა, ზედაპირი და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებები. კვლევის მიზანს წარმოადგენს თხევად გარემოში ნანონაწილაკების მიღების ერთ-ერთი მეთოდის დამუშავება. თანამედროვე ნანოტექნოლოგიების საფუძველს წარმოადგენს ძლიერ ერთგვაროვანი ნანონაწილაკები, მათთან დაკავშირებული ეფექტების შესწავლა, მათი შემადგენლობის, ზომების, ფორმის და სტრუქტურის მართვის მეთოდის დამუშავება. რაც წარმოადგენს მოცემული მახასიათებლების მქონე ნაწილაკების მიღების ფუნდამენტურ საფუძველს და ახალი ნანომასალების დამუშავების პერსპექტივას. კვლევის მიზანია თხევად გარემოში დიდი ზომის  ნაწილაკების, შესაბამის გამხსნელებში მართვადი გახსნის ტექნოლოგიით, ნანონაწილაკების სინთეზის მეთოდის დამუშავება და მიღებული ნანონაწილაკების ანალიზი და დიაგნოსტიკა.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა