სემინარები

ასოცირებული პროფესორი მერაბ მგელაძე სამეცნიერო სემინარის თემა: „მთიან აჭარაში ინტრაზონალურად ფორმირებული წითელი შეფერილობის ნიადაგების მორფოლოგიური ნიშნები“. 20 ივნისი, 13:00 საათი, I კორპუსი, 322-ე აუდიტორია

თანამედროვე პირობებში ნიადაგური რესურსის რაციონალური გამოყენება-დაცვა მთელ მსოფლიოში ძალზე  მწვავე საკითხად იქცა.

არსებულ ფონზე გეოგრაფიის დეპარტამენტის ფიზიკური გეოგრაფიის მაგისტრებთან ერთად, ნიადაგების მორფოლოგიურ - გენეზისურ ნიშან-თვისებების შეფასების მეთოდებით ვაწარმოეთ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტთა ტერიტორიებზე საველე კვლევები, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონის შიგა მთიან ზონაში, მიმდინარე პერიოდში, ნიადაგების გეოგრაფიისა და გენეზისური თავისებურებების შესწავლა.

ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ:

- შავშეთის, არსიანისა და აჭარა-გურიის მთების შიგამთიანი აჭარის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ფერდობებზე, ზღვის დონიდან 360-1200მ  სიმაღლეთა ფარგლებში, ინტრაზონალურად ფორმირებულია წითელი ფერის ნიადაგები;

- ამ ზონაში წითელი ფერის ნიადაგის გენეზისის უმთავრესი გამომწვევი მიზეზია ნიადაგწარმომქმნელი დედაქანის მაღალი ხარისხით დანაწევრება-დანაპრალიანება და წყალშემკრები ფართი. რის შედეგად ერთდროულად მიმდინარეობს როგორც ყომრალ (Cambisols Chromic)-წარმოქმნა ისე წითელმიწის (Nitisols Ferralic) ფორმირება;

- იდენტიფიცირებული წითელი შეფერილობის ნიადაგების ძირითადი სადიაგნოსტიკო ნიშანებია: გათიხებული Bm ჰორიზონტის არსებობა, აგურისფერ-ყომრალ-წითელი ფერი, ერთნახევარი ოქსიდების განსაკუთრებით F2O3-ის დაგროვება, ხირხატიანობა (ქვიანობა) და კაკლოვან-კოშტოვან - გოროხოვან + მარცვლოვანი სტრუქტურა, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია იგი გამოიყოს დამოუკიდებელ ნიადაგურ ტაქსონად სახელწოდებით წითელ (Nitisols Ferralic) -ყომრალი (Cambisols Chromic)  ნიადაგი.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა