სემინარები

"ლიტერატურა და დისკურს", ნანა ტრაპაიძე, სემინარი გაიმართება 26 ივნისს, ოთხშაბათს, 12.00-ზე, 37-ე აუდიტორიაში

სემინარის მიზანია ლიტერატურის რაობის, მისი  განვითარების სპეციფიკის პრობლემატიზება ცოდნის სხვადასხვა სისტემაში.  ამ საკითხის კვლევას მივუძღვენით რამდენიმეწლიანი შრომა. თქვენ წინაშე წარმოვადგენთ შედეგებს, რომელიც მომზადდა წიგნად - ლიტერატურა ან/და დისკურსი და მზად არის გამსაქვეყნებლად.

ჩვენი მიზანი იყო ლიტერატურათმცოდნეობის სწავლებაში დასავლური გამოცდილებების გაზიარება და  დანერგვა სწავლების ქართულ პრაქტიკაში. ეს გულისხმობს ლიტერატურის მოაზრებას ცოდნის გლობალურ სისტემაში,  ლიტერატურის კულტურული როლისა და მნიშვნელობის ანალიზს.

ამ მიზნით ჩვენი შრომა იმთავითვე მიმართული იყო უძველესი და თანამედროვე ეპისტემეების ანალიზისაკენ. შეუძლებელია ლიტერატურა არსებობდეს იზოლირებულად, ცოდნის ეპოქალური კონტექსტის გარეშე. რა ქმნის ცოდნის ამა თუ იმ შინაარსს და როგორც მონაწილეობს მასში ლიტერატურა, ეს არის წიგნისა და სამეცნიერო სემინარის თემა.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა