შესწავლილია მძიმე ლითონების იონებით, კერძოდ მანგანუმისა და რკინის იონებით დაბინძურებული ბუნებრივი წყლების გაწმენდის შესაძლებლობა მემბრანული ტექნოლოგიით - ელექტროდიალიზით. განხილულია ამ იონების მომატებული რაოდენობის მავნე გავლენა ადამიანის ჯამრთელობაზე და ამავდროულად მნიშვნელობა მრეწველობისათვის. მოდელურ ხუთკამერიან ელექტროდიალიზურ დანადგარზე, რომელიც დაკომპლექტებულია მონოპოლარული MK-40 და MA-40 ტიპის მემბრანებით, შესწავლილია მანგანუმისა და რკინის იონების ელექტრომიგრაციული გადატანის კანონზომიერებები. მანგანუმისა და რკინის ნაერთების შემცველი ბუნებრივი წყლების სხვადასხვა pH-ის პირობებში შესწავლილია ამ იონების გადატანის კინეტიკა კათიონიტურ MK-40 ტიპის მემბრანაში. დადგენილია მანგანუმისა და რკინის იონების განსხვავებული ქცევა ელექტროდიალიზის დროს. მიღებულია, MK-40 მემბრანაში მანგანუმის იონების მნიშვნელოვანი გადატანა ხდება წყლის pH=2,0-8,5 ინტერვალში, შემდგეგ - მცირდება და pH=9,0-ზე წყდება. მანგანუმის იონების გადატანის ასეთი ხასიათი ახსნილია: pH-ის დაბალი მნიშვნელობების დროს- წყალბად იონების კონკურენტული გადატანით, რომელთა გადატანა თანდათან მცირდება pH-ის მნიშვნელობის გაზრდით და უპირატესობა ენიჭება მანგანუმის იონების გადატანას, ხოლო ტუტე გარემოში კი, მანგანუმის იონების გადატანის შემცირება ახსნილია მემბრანის მუშა ზედაპირის ფართობის შემცირებით, მასზე მანგანუმის ჰიდროქსიდის ნალექის წარმოქმნის გამო. დადგენილია, რომ რკინის იონების მაქსიმალური გადატანა ხდება pH=1,0–2,0 ინტერვალში, pH > 4,0 მათი გადატანა მკვეთრად ეცემა და ნეიტრალურ და ტუტე გარემოში პრატიკულად ქრება. რკინის იონების გადატანის ასეთი ხასიათი ახსნილია იმავე მიზეზებით, როგორც მანგანუმის იონების შემთხვევაში. დადგენილია, ელექტროდიალიზის მეთოდით მანგანუმისა და რკინის იონებით დაბინძურებული ბუნებრივი წყლების გაწმენდის შესაძლებლობა. რეკომენდირებულია, მანგანუმშემცველი ბუნებრივი წყლების გაწმენდა ელექტროდიალიზით მიზანშეწონილია ჩატარდეს მკვეთრად განსაზღვრულ პირობებში, კერძოდ, წყლის pH= 5,0 - 8,5 ინტერვალში, როცა რკინის იონების გადატანა დასრულებულია.
პრეზენტაციაუკან |