სემინარები

"თანამშრომლობითი სოციალური ქსელის Edmodo-ს გამოყენება სასწავლო პროცესში" ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი დარეჯან გელაძე, სემინარის ჩატარების თარიღი: 26. 06. 2019 14 საათი, აუდიტორია 50.

რა არის Edmodo? ედმოდოს ისტორია 2008 წლიდან მომდინარეობს აშშ -დან,  საიტის შემქმნელია ნიკ ბორი და ჯეფ ოჰარა

Edmodo არის გლობალური სასწავლო უფასო სოციალური  ქსელი,  რაც ავსებს უფსკრულს მოსწავლესა და სასწავლო პროცესს შორის, მორგებულია მოსწავლის ინტერესებზე საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე.  სწავლა/სწავლების განსხვავებული მოდელია, რომელშიც შესაძლებელია სასწავლო ოთახის მოწყობა  თითოეული მოსწავლე/სტუდენტისთვის, დაგეხმარებათ ეფექტურად წარმართოთ სწავლა-სწავლების პროცესი ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში.  ხელსაყრელია იდეის, ინტერესების, ცოდნის, უნარ-ჩვევების  მიღწევების გასაზიარებლად, არსებული პრობლემების გადაჭრის  გზების საპოვნელად.

საგანმანათლებლო სოციალური ქსელი edmodo-ს გამოიყენება დავალებების და ტესტების შესაქმნელად, შესაძლებელია ვირტუალურ ლაბორატორიაში გამოკითხვების შექმნა, ფაილების ატვირთვა   ელექტრონული კომუნიკაცია-მოსწავლეებთან, მშობლებთან მასწავლებელთან და ნებისმიერი ქვეყნის  პიროვნებასთან. შესაძლებელია მოსწავლეებისთვის განსსხვავებული საგანმანათლებლო მოდელის შეთავაზება, რის საფუძველზეც მოსწავლე/სტუდენტი  ეფექტურად სწავლობს.

Edmodo- არის ვირტუალური უსაფრთხო, საკლასო ოთახი, განვითარების მარტივი გზა, ამ გარემოში  მოსწავლისთვის,  მასწავლებლისთვის და მშობლისთვის  ყველაფერი ხილვადი და  გამჭვირვალეა, ინსტრუმენტი  შესაძლებლობას იძლევა  მოიწვიოთ მოსწავლეები, მშობლები,  გადაუგზავნოთ ჯგუფს შეტყობინება, სხვადასხვა ტიპის აუდიო, ვიდეო ფაილები, ტესტები - დახურული და ღია კითხვებით, ჩაატაროთ ინტერაქტიული გამოკითხვა, ხელმისაწვდომია მშობლებისათვის.

ედმოდო საუკეთესო მეგობარია ნებისმიერი კლასისთვის,  გამოიყენება ნებისმიერ საგანში, მასწავლებელს შეუძლია თავად შექმნას ჯგუფები, შეცვალოს პაროლები, წაშალოს და დაამატოს პიროვნებები.

უპირატესობა მოსწავლე/სტუდენტისთვის-კომუნიკაციის, მოტივაციის, ინტერესის გაღვივების საუკეთესო საშუალებაა,,  მოსწავლეს/სტუდენტს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაწერონ და მიიღონ დავალება,  იქვე არსებობს მრავალფეროვანი რესურსები, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა, შეფასებები, კომენტარები,  ჯილდოები, ახსნა განმარტებები  ონლაინ რეჟიმში ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ცოდნის ეფექტურად წარმოჩენა, თანამშრომლობა,

Edmodo- მიუძღვის მოსწავლეებს,  ასწავლის საგნის  ცოდნის ორგანიზებას, მართვას, უყალიბებს და აუმჯობესებს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, ხოლო მასწავლებლის  გვერდზე იტვირთება  იკრიბება  და ინახება ვრცელი ინფორმაცია,        

სოციალური ქსელი ხელს უწყობს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩართვას სასწავლო პროცესში და ციფრული კომპეტენციების განვითარებას. გარდა ამისა ხორციელდება პროდუქტიული კომუნიკაცია მასწავლებლებთან, კოლეგებთან და მშობლებთან, მათთან ინფორმაციის გაცვლისა და სასწავლო პროცესში მათი ჩართვის მიზნით.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა