სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფ. მარინე აროშიძის და ასოც. პროფ. ნინო აროშიძის სემინარი თემაზე: თარგმანის როლი მეცნიერების და მეცნიერების განვითარებაში და ცოდნის გაცვლაში

სემინარი მომზადდა სამეცნიერო კვლევითი პროექტი „ცოდნის გაცვლის და აკადემიური კულტურა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში - შავი ზღვის რეგიონი და ევროპა“ ფარგლებში.

თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია იმ მეცნიერული მიღწევების გარეშე, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.  გლობალიზაციის პირობებში ეს მეცნიერული სიახლეების გაზიარება, დისტანციური სწავლება, საერთაშორისო კონფერენციები შესაძლებელია იმიტომ, რომ თანამედროვე ერები აქტიურად იყენებენ ლინგვა ფრანკას, რომლის როლსაც ამ ეტაპზე ინგლისური ენა ასრულებს. საუკუნეების წინ ეს პროცესი ან წარმოუდგენელი იყო, და კიდევ ძალიან შენელებული, მაგრამ მიუხედავად ყველა წინაღობისა ქვეყნები ახერხებდნენ  მრავალფეროვანი ურთიერთობების  დამყარებას მათო შორის მეცნიერების დარგში. მეცნიერები და ისტორიკოსები მოგზაურობდნენ, თარგმნიდნენ, ეზიარებოდნენ სხვა მეცნიერთა ცოდნას და ეს პროცესი საუკუნეებია გრძელდება. მართალია, ეს პროცესი  ბოლო საუკუნეებში უფრო გააქტიურდა, მაგრამ წარსულის ენთუზიასტი მთარგმნელების, მათი მფარველი მეცენატების და კულტურული კერების შექმნის გარეშე მეცნიერება არასოდეს მიაღწევდა არსებულ დონეს. პროექტის მიზანია სისტემატურად შეისწავლოს ცოდნის და კულტურული გამოცილების გაცვლის პროცესი ევროპის ქვეყნებსა და შავი ზღვის ქვეყნებს, ჩვენი სემინარის შემთხვევაში კი საქართველოს, შორის.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა