სემინარები

ასისტენტ პროეფესორი ნინო სამნიძე, 28 ივნისი, 10 საათი, აუდიტორია #408, სემინარი თემაზე “აზროვნების ზრდა“ ქეროლ დვეკის თეორიაში და სტრატეგიები მის გასაუმჯობესებლად.

მოგეხსენებათ, უცხოური ენის შესწავლა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რაც სტუდენტებისგან მოითხოვს მაღალ მოტივაციას, სურვილს, ენერგიას, დროს. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ქეროლ დვეკი 1960-იანი წლებიდან იკვლევს ისეთ თემებს, როგორიცაა მოტივაცია და ხასიათის სიმტკიცე. დვეკის ნაშრომმა „წარმატების ფსიქოლოგიამ“ (1906) და მის მიერ ასახულმა აზროვნების ტიპებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა განათლების სფეროში. იგი შეისწავლის ადამიანის მოტივაციას, წარმატებისა თუ წარუმატებლობის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებს, ასევე იკვლევს ადამიანის განვითარების ფსიქოლოგიას, აზროვნების როლს ადამიანის მოტივაციასა და წარმატების მიღწევაში.

ქეროლ დვეკის თანახმად, ადამიანის აზროვნება შეიძლება აღვწეროთ როგორც ‘მზარდი აზროვნება’ ან ‘ფიქსირებული აზროვნება’.

‘ფიქსირებული აზროვნება’ გულისხმობს, რომ ჩვენი ხასიათი, ინტელექტი და შემოქმედებითი  შესაძლებლობები მოცემული გვაქვს ბუნებისგან და არ გვჯერა უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობის. ხოლო ‘მზარდ აზროვნებას’ იგი აღწერს როგორც ფსიქოლოგიურ განწყობას, როცა ბევრი შრომითა და შეუპოვრობით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება.

 ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, რა გავლენას ახდენს უცხოური ენის შესწავლის პროცესზე აზროვნების ტიპები, კერძოდ კი ‘მზარდი აზროვნება“. ასევე, კვლევის შედეგად წარმოგიდგენთ ეფექტურ სტრატეგიებს, რაც სტუდენტებს დაეხმარება მზარდი აზროვნების ფორმირებაში,  მოტივაციის ამაღლებასა და უცხოური ენის ენის უკეთ ათვისებაში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა