სემინარები

ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის, სოფიკო თავართქილაძის სემინარი თემაზე: თანამედროვე სლავური ენების როლი ფილოლოგის განათლებაში . სემინარი გაიმართება 18.07.2019 22 აუდიტორია

უმაღლესი განათლების სისტემაში უცხოური ენების შესწავლას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენა არის ყველაზე მოთხოვნადი, ევროპაში  ბევრი სლავი ცხოვრობს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სლავური ენების პოპულარიზაცია.

ენა არის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი  ელემენტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოების განვითარება. უცხოური ენის ძირითადი დანიშნულებაა კომუნიკაციური კომპეტენციის ფორმირება, ანუ შესაძლებლობა განვახორციელოთ კომუნიკაცია სხვა ერის წარმომადგენელთან.

ენის ცოდნა ადამიანს ხელს უწყობს განათლებას ამაღლებაში და ასევე პიროვნების ფორმირებაში. უცხოური ენის შესწავლა არის დღევანდელი დროის მოთხოვნა და შეესაბამება ენობრივ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო.  

იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში არც თუ ისე დიდია ინტერესი პოლონური ენის შესწავლასთან დაკავშირებით, ჩვენ მიზნად დავისახეთ პოლონური ენის სწავლება უფრო საინტერესო და აქტუალური გავხადოთ.   

ევროპეისტიკის სტუდენტებისთვის აუცილებელია მეორე უცხო ენის შესწავლა , დღეისათვის ბევრ შესაძლებლობას იძლევა პოლონური ენის ცოდნა.  იზრდება პოლონელ ვიზიტორთა რიცხვი ქვეყანაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებთან.

პოლონური ენის შესწავლა მჭიდროდ არის დაკავშირებული შემდეგი ლინგვისტური დისციპლინებთან: „სლავური ფილოლოგიის შესავალი“, „ძველი სლავური ენა“, „რუსული ენის ისტორიული გრამატიკა“, „ თანამედროვე რუსული ენა“.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა