სემინარები

სემინარი თემაზე: “მელოპოეტიკა ქართულ და ფრანგულ პოეზიაში“ (რატი ამაღლობელის და მარკ ალექსანდრეოჰო ბამბის პოეტურ ნიმუშებზე დაყრდნობით) ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი თამილა დავითაძე. ჩატარების დრო: 17.05. 2021 19:30

პოეზიის საწყისები სინკრეტიზმშია, როდესაც სიტყვები, მუსიკა და ცეკვა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ პოეტური ტექსტი უფრო გვამახ-სოვრდება, ვიდრე ჩვეულებრივი, ეს იმიტომ, რომ მასში დევს სამი მუსიკალური ელემენტი: რიტმი, ჰარმონია და მელოდია. პოეზიისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი განპირობებულია მათი ძირითადი მასალის ბგერითი ბუნებით. მუსიკალობის გამოვლინება უპირველესად განიხილება ლექსის ფორმალურ - ხმოვან (ფონეტიკურ), ლექსიკურ, სინტაქსურ, მეტრო-რითმულ, კომპოზიციურ - დონეზე.

ადამიანებს სამყაროს აღქმა სხვადასხვა გზით შეუძლია. აუდიალები მთელ ყურადღებას ბგერებისკენ მიმართავენ. მათი გამორჩეული თვისება დელიკატური მუსიკალური გემოვნებაა. ვიზუალებისთვის მნიშვნელოვანია ის, რასაც ისინი აღიქვამენ ვიზუალური აპარატის საშუალებით. მათთვის, როგორც ესთეტებისთვის,  მნიშვნელოვანია სილამაზე. კინესთეტები კი უპირატესობას შეგრძნებებს ანიჭებენ. და თუ ეს სამივე იკითხება პოეზიაში, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოეზიას სამი ენა აქვს, ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური.

ტექსტისა და მუსიკის გამთლიანების აზრი სლამ-პოეტების აქტივობამ გააცოცხლა, რომლებიც თავიანთ ტექსტებს „მღერიან“ და „პერფორმირებენ“. სწორედ მათ რიგს მიეკუთვნება ქართველი პოეტი, რატი ამაღლობელი (1977) და ფრანგი პოეტი, ესეისტი, მარკ ალექსანდრე ოჰო ბამბი (1976), რომელთა მუსიკალური / რითმოვანი პოეზიის ნიმუშების შედარებას ვახდენთ წარმოდგენილ ნაშრომში და ვიკვლევთ თუ რა გამომსახველობით ხერხებსა და ფონეტიკურ სტილისტურ საშუალებებს მიმართავენ ისინი, მუსიკის, მოძრაობის და სიტყვის ერთიანობის მისაღწევად. ასევე ვაანალიზებთ მათი პოეზიის საკვლევი კუთხით მსგავსებებს და განსხვავებებს, ლექსების თემატიკას.

კვლევამ გამოკვეთა, რომ ორივე პოეტის განსხვავებული, ახალი ფორმით ლექსის წაკითხვა ვერბალური ფორმის გარდა, ეხმიანება თანამედროვე აუდიტორიის მოთხოვნას და იძენს პერმორმაციულ სანახაობრივ ფორმატს. ორივე მათგანის პოეზია და შესრულების მანერა კავშირშია  ეთნომუსიკალობასთან. ორივე შემთხვევაში მუსიკა უპირველეს როლს ასრულებს ლექსში, ავტორები ცდილობენ ლექსი მიუახლოვონ მუსიკას.  ორივე პოეტი საკუთარ პოეტურ სახეს ძერწავს. მათი ლექსები განსხვავებულია გუშინდელისაგან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლექსის რეფორმა სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. სწორედ ამ პროცესის მონაწილენი არიან რატი ამაღლობელი და მარკ ბამბი. დასახელებულ პოეტთა განსხვავებული, ახალი ფორმით ლექსის წაკითხვა ემსახურება იმას, რომ იგი აღარ იყოს მოსაწყენი და მონოტონური. ორივე პოეტი ლექსების მუსიკის თანხლებით წაკითხვას ანიჭებს უპირატესობას. ლექსის მელოდიურობას კი, ორივე სპეციფიკური კითხვის მეშვეობით აღწევს.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა