სემინარები

სემინარი თემაზე: სამეწარმეო აქტივობა ბათუმში 1921-1923 წლების ჟურნალ-გაზეთებში განთავსებული რეკლამების მიხედვით. ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის პაატა აროშიძე. ჩატარების თარიღი: 01. 06. 2021 12:00 სთ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში და მათ შორის საქართველოში დაიწყო „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“ წარმოება, რამაც ჩაანაცვლა ადრე არსებული „სამხედრო კომუნიზმი“. ეკონომიკის ახალი პოლიტიკა საშუალებას იძლეოდა მინიმალურად განვითარებულიყო კერძო მეურნეობები, თუმცა, კერძო საკუთრება არ არსებობდა. ცვლილებები შეეხო მხატვრულ-პრო-ზაული ლიტერატურის გამოცემასაც. ამ პერიოდში გამოდიოდა რამდენიმე ათეული ჟურნალ-გაზეთი, სადაც ინტენსიურად იბეჭდებოდა სხვადსხვა კომერციული რეკლამები.

აღსანიშნავია ქართული ყოველკვირეული ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“, ჟურნალი იმითაც არის საინტერესო, რომ გამოცემის ბოლო გვერდები ეთმობოდა სარეკლამო ტექსტებს, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა ვითარება იყო „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“ პირველ წელს. ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს მატერიალური სახით არსებული ჟურნალის უკანასკნელი (მე-9) ნომერი, რომლის ბოლო გვერდები ეთმობა ბათუმსა და „აჭარისტანში“ არსებული საწარმოების რეკლამებს. ზოგადად ლიტერატურული პროფილის ჟურნალისათვის საწარმოთა საქმიანობის რეკლამირება იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის“ ბოლო (ბოლოსწინა) ნომერი დაიბეჭდა ბათუმში 1923 წლის 12 აგვისტოს კომუნალური მეურნეობის პოლიგრაფიულ განყოფილებაში, რამაც განაპირობა აღნიშნული რეკლამები.

ზუმის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/3925624591


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა