სემინარები

სემინარი თემაზე : "აჭარის ეფემეროიდების და ეფემერების მრავალფეროვნება". ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნათელა ვარშანიძე. სემინარი ტარდება ონლაინ რეჟიმში (ზუმით) დღეს 8 ივნისს 18 საათზე.

ეფემეროიდები  მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა თავისებური ჯგუფია, რომლებსაც ახასიათებთ განვითარების მოკლე სავეგეტაციო პერიოდი, ისინი ადრე გაზაფხულზე 3-4 თვის  განმავლობაში  გაივლიან განვთარების ყველა ფაზას  და გადადიან სვენების მდგომარეობაში. ყველა ეფემეროიდი მესამეული  პერიოდის რელიქტური სახეობებია. მათ  მიეკუთვნება ზოგიერთი ტუბერიანი, ბოლქვიანი და ფესურიანი ბალახოვანი მცენარეები. ვეგეტაციის და ყვავილობის თავისებურებების მიხედვით გამოყოფილი იქნა 3 ჯგუფი.

1. ზამთარ -ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ეფეროიდები

2. გაზაფხულზე მოყვავილე ეფეროიდები

2. შემოდგომაზე მოყვავილე ეფემეროიდები

  • ზამთარ -ადრე გაზაფხულზე მოყვავილე ეფეროიდებს მიეკუთვნება: ვორონოვის თეთრყვავილა,  Galanthus woronowii, რიზეს თეთრყვავილა G. risehensis, კრასნოვის თეთრყვავილა G. krasnovii, აჭარის  ყოჩივარდა Cyclamen adzharicum
  • გაზაფხულზე მოყვავილე ეფემეროიდებია: ჩაწყობილა ბაია Ficaria calthifolia,აჭარის ჩაწყობილა ბაია F.popovii,სიბტორფის ფურისულა P. sibtorpii, ცივი ფურისულა P.  algida Adam. P. auriculata Lam.კუზნეცოვის ფურისულა P. kusnetzovii Fed, კოლხური ყაზახა Muscari armeniacum, შოვიცის ყაზახა M.  szovitsianum Baker, ტყის ბოლოკა Dentaria quinquefolia, ვორონოვის ძაღლნიორა Ornithogalum woronowii, O. balansae Boiss. Pulsatilla aurea Somm, P. violacea Rupr, P. albana (Stev.) Bercht et preel. Puschkinia scilloides Adams, Convallaria transcaucasica. Allium ursinum L. Asphodeline Lutea (L) Reichen.
  • შემოდგომაზე მოყვავილე ეფემეროიდია 2 სახეობა: Colchicum speciosum, C. umbrosum Stev.
  • ეფემერები არიან  ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ასწრებენ რამოდენიმე თაობის მოცემას. აჭარის ფლორაში ეფემერული ბუნებით ხასიათდება 2 სახეობა: Galinsoga ciliate  და g. parviflora. ორივე სახეობა ადვენტურია, შემოჭრილია აღმოსავლეთ აზიიდან.

zoom link: https://us04web.zoom.us/j/5998908379

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა