სემინარები

სემინარის თემა: "ვაჟა–ფშაველა–ექსისტენციალისტი მწერალი" 1 ივნისს, 13 საათზე. ქართველოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი მალხაზ ბალაძე

როდესაც ჩამოთვლიან ექსისტენციალისტ ფილოსოფოსებს, ფაიდეგერი, იასპერსი, მარსელი,სარტრი,კამიუ და სხვები, იქვე ასახელებენ დოსტოევსკის,როგორც დიდ ეგზისტენციალისტ მწერალს. თუმცა,ვიცით, რომ ფილოფია კატეგორიებით აზროვნებს, მხატვრული ლიტერატურა კი–სახებით;

უნდა გაირკვეს, თუ რატომ უწოდებენ გარკვეულ მწერლებს ექსისტენციალისტებს, ისე, როგორც ბაირონს და ბარათაშვილს „ფილოფოს მწერლებს“, ასევე “ფსიქოლოგ მწერლებს“ და სხვ.

ექსისტენციალიზმი არის არსებობის ირაციონალური ფილოსოფია და იგი ამოდის სუბიექტისა ობიექტის დაპირისპირების პრინციპიდან. (აქედან გამომდინარე, იგი მჭიდრო კავშირშია ფსიქოლოგიზმთან, რამდენადაც ირაციონალური ქმედების მოტივაციათა ძიება–გახსნა, ან გახსნისაკენ მიმართული აზროვნება არის ფსიქოლოგიზმი).

ეგზისტენციალისტების შეხედულებით, არსებობა წინ უსწრებს არსს. ადამიანი იბადებადება და შემდეგ ხდება ის, რაც არის; ასევე, ისინი ამბობენ, რომ ადამიანი ჩაძირულია ყოველდღიურობაში, ( „მანში“), „ივიწყებს“, რომ მომაკვდავია და ამიტ ვერ აღწევს ჭეშმარიტ არსს, რომლის წვდომისათვის საჭიროა „მანიდან“ გამოსვლა და „მუნყოფიერებაში“ დაბრუნება. მაგრამ ეს ვერ მოხდება თავისით, ამისათვის გარკვეული პირობებია საჭირო, რომელთაგანც ისინი გამოყოფენ რამდენიმეს და, მათ შორისს უმთავრესს–შიშს, შიშში კი უპირველესს–სიკვდილის შიშს. სარტრი პირდაპირ ამბობს, „ადამიანი, ეს თავისი შიშია!“;

ისინი ასევე აღნიშნავენ, ეს ყოველივე შეიძლება მოხდეს მხოლოდ „ზღვრულ სიტუაციაში“, რადგან ამ დროს ადამიანში „კვდება“ პაციონალური განპირობებულობა და იგი მოქმედებს მოქმედებს მისი ჭეშმატიტი სულიერი ძახილის მიხედვით;

ასევე აღნიშნავენ, რომ ეს რომ მოხდეს, ამისთვის „მზაობაა“ საჭირო, ანუ როგორც მამარდაშვილი იტყვის: „ჩვენ უნდა დავხვდეთ ინფორმაციას“;

თუ დავაკვირდებით ვაჟა–ფშაველას შემოქმედებას, იმას, რასაც ექცისტენციალიტები ამბობენ და ცნებების სახით გვაწვდიან, ვაჟას შემოქმედებაში მხატვრული ფორმებით არის აღმოჩნილი და დადასტურებული;

სწორედ, ვაჟას გმირების ფერიცვალება ხდება „ზღვრულ სიტუაციაში“. პოემბი: „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ–მასპინძელი“ და „გველის მჭამელი“ ამის ნათელი მაგალითია;

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაჟას არ რჩება არც ერთი ნიუანსი, მაგალითად: „გასვლა“, „სწორფერობა“, „სიმარტოვე“, „მზაობა“,კოლექტიური აზროვნებასთან დაპირისპირება და ა.შ.

ამ საინტერესო თემებზე გვექნება საუბარი სემინარზე, რომელიც იქნება ინტერაქტიური!

zoom ბმული: https://us04web.zoom.us/j/3840351509?pwd=Q0tiWDQ4eUxiYnpwYlg0QjBtK1BjUT09


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა