სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: "ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის აქტუალური პრობლემები" ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორი მიხეილ მახარაძე. სემინარი ჩატარდება 5 ივლისს

     საანგარიშო წლის პრიორიტეტის შესაბამისად ვაგრძელებდი კვლევებს ქართული ფილოსოფიის სფეროში. ამ მიზნით კვლევები ჩავატარე გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსთა (შ. ნუცუბიძე, შ.ხიდაშელი, გ. თევზაძე) შემოქმედების სხვადასხვა ასპექტებზე, რაც შემდეგ აისახა გამოქვეყნებულ  სტატიებში.

     2020 წელს გამოქვეყნდა ჩემი შრომების კრებული - „თანამედროვე ქართული ფილოსოფია. ნარკვევები“, სადაც  შესულია სტატიები როგორც თანამედროვე ქართული ფილოსოფიის აქტუალურ საკითხებზე, ასევე გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსებზე (დ. უზნაძე, ნ. ჭავჭავაძე, ა. ბეგიაშვილი, ო.ჯიოთი, გ. თევზაძე, ა. პოპიაშვილი).

    მიმდინარე 2021 წელს შესრულდა აკად. შალვა ხიდაშელის დაბადებიდან 110 წელი. ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა ჩემი მონოგრაფიული გამოკვლევა - „შალვა ხიდაშელი. ცხოვრება და შემოქმედებითი მოღვაწეობა“, რომელიც გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ. ნაშრომში განხილულია ხიდაშელის ცხოვრება და შემოქმედე¬ბი¬თი მოღვაწეობა. ნაჩვენებია მისი შეტანილი წვლილი ქართული ფი¬ლო¬სოფიის ისტორიის შესწავლაში, რენესანსის პრობლემების კვლე¬ვასა და რუსთველოლოგიაში.

მონოგრაფია შედგება შესავლის, ოთხი თავისა და დანართისგან. გამოკვლევას თან ერთვის შ. ხიდაშელის გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი შრომების ბიბლიოგრაფია.

     მონოგრაფიის დანართში შესულია სხვადასხვა დროს შ. ხიდაშელის შესახებ გამოქვეყნებული წერილები.

    ასევე გამოვაქვეყნე რეცენზიები ჰეგელის „ლექციები რელიგიის ფილოსოფიაზე“ (მთარგმნელი ვიქტორ რცხილაძე) ქართულ თარგმანზე და, აგრეთვე, ერთ ნაშრომზე ფენომენოლოგიაში, რომლის ავტორიც არის მამუკა დოლიძე.

zoom ბმული: https://us02web.zoom.us/j/2326852449


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა