სემინარები

სემინარი თემაზე: „სოციო-ლინგვისტური პრობლემები პოსტსაბჭოთა სივრცეში (ჩრდილოეთ კავკასიის მაგალითზე)“. ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორი მარინე აროშიძე. 12 ივლისი 2021 წელი

ანოტაცია

  • ენა და მეცნიერება  – ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სოციოკულტურული ფენომენებია;
  • ენობრივი პოლიტიკა, ენობრივი სიტუაცია, ენობრივი აზროვნება, ენობრივი პიროვნება – ერთმანეთთან გადაჯაჭვული სოციოლინგვისტური პრობლემებია, რომლებიც ნაკლებად შესწავლილია საქართველოში;
  • ყველა საზოგადოებაში ყალიბდება ენობრივი პროირიტეტებისა და აკრძალვების სისტემა, რომელიც შუალოდ დამოკიდებულია  ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე და  კონკრეტულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვიტარებაზე;
  • ათვისებული ენები უყალიბებს სოციუმის წევრებს სამყაროს ენობრივ სურათს; 
  • ენობრივი სიტუაციის პოსტსაბჭოური პერიოდის ანალიზი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ენობრივი პრიორიტეტებისა და აკრძალვების შეცვლამ გამოიწვია გადასვლა რუსულ-ქართული ბილინგვიზმიდან პოლილინგვიზმისკენ (ასაკობრივი ფენების მიხედვით);
  • 1991 წ. შემდეგ თავისუფალი საქართველოს ენობრივი პოლიტიკა მიმართულია სახელმწიფო ენის გაძლიერებაზე, ეროვნული უმცირესობების ენების დაცვაზე და  საერთაშორისო ინგლისური ენის განვითარებაზე;
  • საერთო გლობალიზაიის პირობებში საქართველოში ჩამოყალიბებულ სოციოლინგვისტურ სიტუაციაში ყურადღებას მოითხოვს მეცნიერების, თარგმანის  და მეცნიერული აზროვნების ენების პრობლემა.
  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა