სემინარები

სემინარის თემა - „ბიოგრაფიული შტრიხები იბრაიმ გორაძის ცხოვრება-მოღვაწეობიდან „. ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე, სემინარის ჩატარების დრო - 15 ივლისი, 12 საათი.

სემინარის თემა  ეხება თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირი ქართველის, ცნობილი მთარგმნელის, მწერლის იბრაიმ გორაძის  ცხოვრება-მოღვაწეობას. როგორც ცნობილია, მუჰაჯირობა ერთ-ერთი ავადსახსენებელი ფაქტია ჩვენი კუთხის  ისტორიისა. სწორედ, ამ უმძიმესი ტრაგედიის მსხვერპლი აღმოჩნდა  იბრაიმ გორაძე. საერთოდ უცნობია მისი ცხოვრება-მოღვაწეობა. ჩვენს ხელთაა მისი პირადი არქივი.  ამ მასალების საფუძველზე  წარმოვაჩენთ იბრაიმ გორაძის ცხოვრების ზოგიერთ დეტალს. მოხსენებაში ვისაუბრებთ სამშობლოს მონატრების გრძნობით გამოწვეულ იმ უდიდეს ტკივილზე,  რომელიც მწერლის ყოველდღიურობა გამხდარა. ამ ტკივილმა, სამშობლო ქვეყნის, მისი საბუდარის მონატრების სამანს გადასულმა ტკივილმა, სამშობლო ქვეყნის ძახილმა, სისხლის ყივილმა სამშობლოში დააბრუნა იბრაიმი. ამ დაბრუნებას კი, უამრავი სირთულე ახლდა.

მოხსენებაში განსაკუთრებით გამახვილდება ყურადღება მის ურთიერთობაზე ილიკო სუხიშვილთან, რომლის დახმარებით შეძლო იბრაიმმა საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება.

ასევე, საინტერესო, აქტუალური და ნაყოფიერია იბრაიმის ურთიერთობა უდიდეს მამულიშვილთან ახმედ მელაშვილთან. ბუნებრივია, მოხსენებაში სათანადო ყურადღება მიექცევა მწერლის ამ ბიოგრაფიულ შტრიხებს.

წარმოვაჩენთ იბრაიმ გორაძის მთარგმნელობით საქმიანობასა და მისი ცხოვრება-მოღვაწეობის სხვა არაერთ საინტერესო  ეპიზოდს. 

ვფიქრობთ, რომ სათანადოდ შესასწავლია იბრაიმ გორაძის შემოქმედება. ეს ის პიროვნება გახლდათ, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ის „ჩვენებურია“, ვისი  წვლილიც  განუზომლად დიდია თურქეთში მცხოვრებ ქართველებში ეროვნული ცნობიერების  შენარჩუნებისა თუ გაღრმავების საკითხში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა