მიმდინარე წლის 12 ივლის, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის, ბიომრავალფეროვნების, მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ირაკლი მიქელაძე ჩაატარებს სემინარს თემაზე - ინვაზიური და პოტენციურად ინვაზიური მცენარეები.
შეხვედრაზე განხილული იქნება მცენარეთა მრაფალფეროვნების საკითხები. ყურადღება გამახვილდება ადგილობრივი და უცხო წარმოშობის სახეობებზე. წარმოდგენილი იქნება ინვაზიური და პოტენციურად ინვაზიური მცენარეული სახეობები, აჭარის ფლორისტულ რაიონში გავრცელების თავისებურებანი, საფრთხეები და პრევენციის თავისებურებანი.
შეხვედრა ჩატარდება ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში.
დანართიუკან |