ელექტროდიალიზის მეთოდით შესწავლილია კათიონიტების რეგენერაციის ( H-კათიონირების) შედეგად წარმოქმნილი ჩამონადენი წყლების გაწმენდის შესაძლებლობა. განხილულია ელექტროდიალიზური აპარატის დიალიზატისა და დაკონცენტრირების კამერებში საწყისი ხსნარის სხვადასხვა თანაფარდობით, შესაბამისად, 1:1; 3:2; 13:1; 1:0 მიწოდების ოთხი ჰიდრავლიკური რეჟიმი. ძაბვის ცვლილებით აპარატზე, თითოეული ჰიდრავლიკური რეჟიმისათვის განსაზღვრულია ოპტიმალური ელექტრული რეჟიმი, წყლის გამტკნარების სიღრმე და დაკონცენტრირების ხარისხი, პროცესის ენერგოხარჯები, აპარატის წარმადობა და პროდუქტის გამოსავლიანობა დენის მიხედვით. დადგენილია გამტკნარების სიღრმისა და დაკონცენტრირების ხარისხის ცვლილების კანონზომიერებები პროცესის ენერგოხარჯებისაგან დამოკიდებულებით. შერჩეულია ჩამონადენი წყლის გაწმენდისა და მასში არსებული ნარჩენი მჟავას მაქსიმალურად დაკონცენტრირების ოპტიმალური ტექნოლოგიური რეჟიმი: დიალიზატისა და დაკონცენტრირების კამერებში საწყისი წყლის ნაკადების თანაფარდობა 1:0 შესაბამისად, აპარატზე მიწოდებული ძაბვის სიდიდე 160 ვ, მარილმჟავას კონცენტრაცია 5%, რომელიც საკმარისია კათიონიტის რეგენერაციისათვის და მარილმჟავას ნარჩენი კონცენტრაცია დიალიზატში 0,05 %, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტუტის ხარჯს, რომელსაც დღეისათვის იყენებენ საწარმოო ჩამონადენი წყლების ნეიტრალიზაციისათვის
დანართიუკან |