სემინარები

საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ვაჟა ვერულიძე. 2021 წლის, 20 ივლისს, 12:30 სთ ჩაატარებს სემინარს თემაზე: : „ვალუტის კურსი, ინფლაცია, გამოწვევები და დაძლევის ძირითადი მიმართულებები“

საქართველოს ეკონომიკაზე განსაკუთრებით მძაფრად აისახა კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისი. 2020 წლის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა -6.2 პროცენტი. 2020 წლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი გავლენა იქონია ტურიზმთან დაკავშირებულმა სექტორმა, რასაც საქართველოს ეკონომიკის 10-12 პროცენტი უჭირავს. მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია იქნება მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი და საბაზო სცენარით გაუტოლდება 7.5 პროცენტს. 2021 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი მშპ-ს 10.4 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკის ასეთი მასშტაბით სტაგნაცია ძირითადად გამოწვეულია გარე ფაქტორებით, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკა ყოველთვის იყო მყიფე გარე გამოწვევების მიმართ, მათ შორის კოვიდ პანდემიამდე, და იქნება კოვიდპანდემიის შემდეგაც, თუკი არ განხორციელდა ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა განპირობებულია: რეალური ეკონომიკური სექტორის დაბალი განვითარების დონით; იმპორტზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხით; ვალუტის კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციით და საინვესტიციო კლიმატით, რომელიც არ არის საკმარისად მიმზიდველი ინვესტორებისათვის.

საქართველოს ეკონომიკას გააჩნია რესურსი, სოფლის მეურნეობის დარგის მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების პირობებში, უპასუხოს არსებულ გამოწვევებს  და უზრუნველყოს ეკონომიკის დაჩქარებული ზრდის ტემპი.

სემინარის ბმული zoom-ზე:  https://us02web.zoom.us/j/4303486099


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა