სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: `"როგორ ვასწავლოთ "აჩრდილი". სემინარს წარმოადგენს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გურამ ბახტაძე. სემინარი ჩატარდება 2022 წლის 3 აგვისტოს, 11 საათზე, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტში, N 46 კაბინეტი.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-პუბლიცისტური მემკვიდრეობა ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა  სადღეისოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან დემოკრატიის გზაზე მდგარი საქართველოს თვითმყოფადობის პოტენციალი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს. აქედან გამომდინარე, საჭიროა მოსწავლე ახალგაზრდობას,  სტუდენტებს თანამედროვე ეროვნული დისკურსის ფონზე მივაწოდოთ დიდი ქართველი კლასიკოსის მხატვრული თუ პუბლიცისტური ნააზრევი. ამჯერად სასემინარო თემად ავირჩიეთ პოემა“აჩრდილი“.

სემინარი ორიერნტირებულია პოემაში წარმოდგენილი ავტორისეული ეროვნული სამოქმედო გეგმის, კონცეფციის გაშლასა და განზოგადებაზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს სტუდენტს მივცეთ გარკვეული მითითებები, რათა  თხზულების ძირითადი იდეა გაიაზროს მისი დაწერის პერიოდის საქართველოს რეალობაზე დაყრდნობით, მაგრამ ასევე მოარგოს დღევანდელობას; რომ სამოქლაქო საზოგადოების შენებისათვის აუცილებელია ილიას მითითებების თანმიმდევრული განხორციელება თითოეული ჩვენგანისათვის. რომ ილიას აღნიშნული პოემა ოდენ ხელოვნების საუკეთესო  ნიმუში კი არ არის, არამედ სახელმძღვანელოცაა, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ ინდივიდუალურ თუ საზოგადოებრივ დონეზე.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა