სემინარები

2024 წლის 11 აპრილს, 12 საათზე, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში სემინარს ჩაატარებს მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ავთანდილ მესხიძე, თემაზე: „სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის თანამედროვე გამოწვევები“

სემინარის მიზანია თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოს სუბტროპიკული ზონის აგრარული სფეროთი დაინტერესებულ პირებს და მომავალ თაობას მივაწოდოთ ეკონომიურად, ეკოლოგიურად და სოციალურად ეფექტური, მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შესაძლო შეთანაწყობაზე, მათი სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით, რაც მყარი საფუძველია იმისა, რომ სუბტროპიკულ ზონაში, სადაც კლიმატური პირობები ფართო შესაძლებლობებს იძლევა, სავარგულები მხოლოდ მონოკულტურით არ იყოს დაკავებული, როგორც ეს გასულ საუკუნეში ჩაის კულტურით და 21-ე საუკუნის პირველ ოცწლედში თხილის კულტურით დაფიქსირდა. სემინარზე განხილული იქნება ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა