სემინარები

2024 წლის 10 აპრილს, 12 საათზე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომელი რაულ გოცირიძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: “მიკრო- და ულტრაფილტრაციული მემბრანების ფორების რეგულირება და მათი გამოყენების სფეროები”

თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის მემბრანულ ტექნოლოგიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რაც განპირობებულია პროცესების ეკონომიურობითა და ეკოლოგიურობით, დანადგარებისა და მოხმარების სიმარტივით.

ბარომემბრანულ ტექნოლოგიებს შორის მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია მიკროფილტრაციული და ულტრაფილტრაციული დანადგარები. რაც განპირობებულია იმით, რომ მიკროფილტრაციული მემბრანებით შესაძლებელია სითხეების გასუფთავება ნებისმიერი შეწონილი და კოლოიდური ნივთიერებებისაგან, ხოლო ულტრაფილტრაციულიმემბრანებით  შესაძლებელია მრავალკომპონენტიანი შემადგენლობის ხსნარებიდან მოვახდინოთ ნივთიერებების დაყოფა. მაგალითად, ჩაის ექსტრაქტიდან შესაძლებელია პირველ ეტაპზე ექსტრაქტს მოვაშოროთ მაღალმოეკულური ნივთიერებები, ხოლო მეორე ეტაპზე დაბალმოლეკულური ნივთიერებები და ხსნარში დაგვჩეს მხოლოდ კატექინები. ასეთი დაყოფა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ნივთიერებები ყოველგვარი რეაგენტების გამოყენების გარეშე, რაც იძლევა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

სამუშაოს მიზანს წარმოადგენს მივიღოთ სხვადასხვა ფორის სიდიდის, როგორც მიკროფილტრაციული ასევე ულტრაფილტრაციული, თერმო- და ქიმიურად მდგრადი მემბრანები, რაც გაზრდის მათი გამოყენების არეალს და რაც მთავარია გაიზრდება მათი მოთხოვნილებებიც.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა