სემინარები

2024 წლის 8 აპრილს, 15 საათზე 37-ე ოთახში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მზია ხახუტაიშვილიდა ასოცირებული პროფესორი ნანა ცეცხლაძე ჩაატარებენ სამეცნიერო სემინარი თემაზე: „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი - მიზნები და პერსპექტივები".

ციფრულ ეპოქაში ჰუმანიტარული მეცნიერებები უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დადგა. საჭირო გახდა ქართული ხელნაწერების დიგიტალიზაცია.  მანუსკრიპტთა მისაწვდომობისა და მათი შემდგომი კვლევისათვის აუცილებელი პირობაა ხელნაწერთა ღია რესურსებად ქცევა.

ქობულურ-აჭარული „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები ოსმალთა ბატონობის პირობებში ქალების მიერ ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად შეიქმნა. ის მოდიფიცირებული ორიგინალური მხედრული ანბანია. მისი გრაფიკული და ლინგვისტური მახასიათებლებია: ასოთა კუთხოვანი მოხაზულობა, ხმოვანმეტობა, სიტყვების გაუმიჯნაობა, უინტერვალო წერა და სასვენი ნიშნების უქონლობა.

ამგვარი წერის მანერითაა შესრულებული პირადი წერილები, ავგაროზის ტექსტები, ნასყიდობის დოკუმენტების მინაწერები, ეპიგრაფიკული ნიმუში, ფრაგმენტები.

„დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები დღემდე კომპლექსურად არ შეუსწავლიათ, არ არსებობს მათი საერთო ბაზა.

 ბსუს მიზნობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი“ (ხელშეკრულება № 01-50/120)  ფარგლებში ამგვარი ხელნაწერების ციფრული კორპუსი შეიქმნა.

 მაღალი გარჩევადობის ტექნოლოგიებით გაციფრულებული ხელნაწერები დალაგდა თემატური საძიებლების (ანთროპონიმი, ჰიდრონიმი, გეოგრაფიული სახელი, დაავადების სახელი, წმინდანთა, მოწამეთა სახელები და სხვა), ჟანრის (ავგაროზი, წარწერა, პირადი წერილი და სხვა) და ფუნქციური დატვირთვის (მკურნალობა, ფარული კომუნიკაცია და ა.შ.) მიხედვით, რესურსებზე დართული მეტამონაცემები და თანამედროვე საძიებო სისტემები მონაცემთა ინტერდისციპლინური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

  მონაცემთა ქართულ-ინგლისური ბაზის და ორენოვანი ვებგვერდის შექმნა პროექტის შედეგების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს. კორპუსი პერსპექტიულია შემდგომი განვითარების და მისი სხვა კორპუსებთან ინტეგრირების თვალსაზრისით.

იგეგმება ციფრული კორპუსის სრულყოფა-განახლება, ლინგვისტური ანოტირების დონეების გაღრმავება. კორპუსი - საშუალება მეცნიერთათვის, გამოიყენონ დაგროვილი მასალა შემდგომი ინტერდისციპლინური  კვლევებისთვის.

ასოც. პროფ. მზია ხახუტაიშვილი

ასოც. პროფ. ნანა ცეცხლაძე

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა