სემინარები

2024 წლის 12 აპრილს, 13-00 საათზე, # 326- აუდიტორიაში გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი მერაბ ფუტკარაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „მთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები“

მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება და მათი სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობა თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემა საქართველოს ერთ-ერთი მთიანი აჭარის რეგიონში საკმაოდ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, რადგან  ბოლო წლებში საკვლევი ტერიტორია დემოგრაფიულ  და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.   კვლევის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეფასებულია მთიანი აჭარის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები და დადგენილია ტერიტორიის რეკრეაციული მიზნებით გამოყენების  ვარგისიანობის კოეფიციენტი.  გარკვეულია ტურიზმის განვითარების დინამიკის გეოგრაფიული თავისებურებები და ტურიზმის ცალკეული სახის ფუნქციონირების პერსპექტივები. ეკონომიკური განვითარების თეორიების საფუძველზე ბუნებრივი გარემოს მდგრადობის გათვალისწინებით, გარკვეულია რეგიონის ეკონომიკის დარგობრივი თავისებურებები და გამოკვეთილია ტურიზმის ადგილი მეურნეობრივ სტრუქტურაში. დადგენილია რეგიონში ტურიზმის განვითარების წინაშე არსებული პრობლემები და დასახულია მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა