სემინარები

2024 წლის 24 აპრილს, 11 საათზე № 201 აუდიტორიაში, ფიზიკის დეპარტამენტში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოც. პროფ. ზაურ გამიშიძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე - „რადიაციული მონიტორინგი“.

რადიაცია წარმოადგენს მაიონებელ გამოსხივებას რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყ­ე­ნ­ე­ბს გარემომცველ გარემოს და ცოცხალ ორგანიზმებს. ყოველდღიურად ადამიანები ღებუ­ლ­ო­ბ­ენ რადიაციული გამოსხივების მინიმალურ დოზას, ისე რომ ვერ ხვდებიან რომ რადიაცია და­მღუპველ გავლენას ახდენს მათ და შემდგომი თაობების ჯანმრთელობაზე. რადიაციის ბუ­ნ­ებრივი წყაროა თვით ბუნება. ბუნებრივი რადიაციული ფონის შექმნაში მონაწილეობს მრ­ა­ვ­ა­ლი ფაქტორი: მზის სხივები, რადიონუკლიდები და ა.შ. ის არსებობს ადამიანის გარემომცველ გა­რემოში ფაქტიურად ყველგან - წყალში, კვების პროდუქტებში და ჰაერში. რადიაციის შე­ფ­ა­ს­ების თვალსაზრისით მიზანშეწონილია გამა რადიაციის გაზომვა, რადგან მას გააჩნია დიდი შე­ღწევადობის უნარიანობა. ცხადია, რომ აუცილებელია რადიაციული კონტროლი, რადგან თა­ნამედროვე მსოფლიოში რადიაციის გაზრდილი კონცენტრაცია შეიძლება არსებობდს ად­გ­ი­ლებში, სადაც ის ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი. დედამიწაზე მრავალი სხვადასხვა მა­ს­შტაბის რადიაციული ინციდენტის ფაქტი დაფისირდა, მათ შორის საქართველოშიც. რა­დ­ი­ა­ც­იული დაცვის თანამედროვე სისტემა ყველაზე სრულყოფილია რისკის სხვა ტექნოგენური ფა­ქტორების დაცვის სისტემასთან შედარებით. რადიაციისაგან ადამიანების დაცვის საკითხი რე­გულირდება საერთაშორისო და ნაციონალურ დონეებზე. ადამიანების რადიაციისაგან და­ც­ვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რადიაციული ფონის ანალიზი  და მისი შესაბამისობა ნო­რმებით განსაზღვრულ რადიაციულ დონესთან. საქართველოში ბირთვული და რადია­ც­ი­უ­ლი უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხები კონტროლდება კანონებით, მათ შო­რ­ის ძირითადია „კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“. რა­დ­ი­ა­ც­ი­უ­ლი გამა ფონის მონიტორინგი ხორციელდება ჩვენს უნივერსიტეტში რადიაციული გამოვლე­ნ­ისა და მონიტორინგის პორტატული დეტექტორის საშუალებით, როგორც შიდა/გარე, ისე სხვა გარემოში გაზომვებისათვის. რომელიც ჩართულია გამა რადიაციული მონიტორინგის სა­ე­­რთა­შორისო ქსელში. დეტექტორი უზრუნველყოფს რადიაციული გამოსხივების მახასია­თ­ე­ბ­ელი მონაცემების ავტომატურ ჩაწერას, ხოლო კომპიუტერთან დაკავშირებისას კი შეიძლება ამ მონაცემების ჩამოტვირთვა და გაანალიზება.

კვლევის შედეგად განსაზღვრული იქნება რადიაციული გამა-ფონი და გაიზრდება მო­ც­ე­მ­ულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაცულობის დონე და მიმდინარე რადიაციული მდგომარეობის შესახებ ინფორმირულობა.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა