სამეცნიერო სემინარი თემაზე: ექვივარიანტული ფიბრაციული რეზოლვენტების შესახებ
მომხსენებელი : მაია ძაძამია
ჩატარების ადგილი , დრო, საათი : აუდ. 207, 13:30 სთ, 29 აპრილი.
კლასიკური შეიპური თეორიის მნიშვნელოვან და საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს უწყვეტ ასახვათა შიპური თეორია. მეტრიზებადი სივრცეების ასახვათა კატეგორიის აბსოლუტური (მიდამოებრივი) რეტრაქტები და ექსტენზორები თავდაპირველად გამოკვლეულ იქნა უნგარის, სმირნოვის და ნეპომნიაჩის მიერ. ვ. ბალაძის მიერ განმარტებულ და გამოკვლეულ იქნა უწყვეტ ასახვათა ფიბრაციული რეზოლვენტები. მიღებული შედეგების საფუძველზე ვ. ბალაძის მიერ აგებულ იქნა უწყვეტ ასახვათა ფიბრაციული შეიპური კატეგორია.
გაჩნდა კითხვა, შეიძლება თუ არა მსგავსი შედეგების მიღება ექვივარიანტულ ასახვათა კატეგორიისთვის? ექვივარიანტულ ასახვათა კატეგორიის ექვივარიანტული აბსოლუტური (მიდამოებრივი) რეტრაქტები და ექსტენზორები გამოკვლეულ იქნა მ. ძაძამიას მიერ. ვ.ბალაძის და მ. ძაძამიას მიერ მიღებული შედეგების საფუძველზე შესაძლებელი იქნა ასახვათა ფიბრაციული რეზოლვენტების შესწავლა, კერძოდ განიმარტა ასახვის ექვივარიანტული ფიბრაციული რეზოლვენტა, დამტკიცდა,რომ ნებისმიერ ექვივარიანტულ ასახვას გააჩნია ექვივარიანტული ფიბრაციული რეზოლვენტა, ეს და რიგი სხვა მნიშვნელოვანი შედეგები საშუალებას იძლევა ექვივარიანტული ასახვების კატეგორიაზე აიგოს და გამოკვლეულ იქნას (ძლიერი) შიპური თეორია.
უკან |