სემინარები

2024 წლის 15 მაისს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თინა შიოშვილი ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "მითოლოგემა - მითოსური ნარატივის საიმედო შემნახველი".

მითოლოგემა - მითოსური ნარატივის საიმედო შემნახველი

ყოველი უძველესი ხალხის მითოსი შეიძლება არსებობდეს ერთი წინადადების ან ერთი სიტყვის სახით, რაც შეკუმშულად გადმოგვცემს სათანადო ნარატივს; ამდენად, მითოსური თქმულება-გადმოცემები ყველა ხალხის ზეპირსიტყვიერებაში ძევს გარკვეული ემბრიონის სახით, რომლის განშლითაც მითოსური სხეული ივსება და სრულ სახეს იღებს. ეს ემბრიონი არის ეგრეთწოდებული მითოლოგემა, ანუ მითოსური ტექსტის საშენი მასალა.

    ქართულ მითოლოგიაში გვაქვს მითოლოგემათა მრავალფეროვანი პალიტრა:

  1. ცისა და მიწის გამიჯვნის,
  2. ცისა და მიწის კავშირის,
  3. სამყაროს შუაგულის,
  4. მარადიული გაზაფხულის, ანუ დაკარგული სამოთხის,
  5. დაბრუნების,
  6. ხელახლა შობის,
  7. გველეშაპის,
  8. სიზმრის და სხვა.

ყოველი ამ მითოლოგემის განშლით ვიღებთ მითოსურ ამბავს.

მითოლოგემა გამჭვირვალე სემანტიკით არის წარმოდგენილი და დაწნეხილად მიგვანიშნებს საგნისა თუ მოვლენის შესახებ არსებულ საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მსოფლმხედველობით ამბავზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მითოლოგემა არის მითის საიმედო შემნახავი ჭურჭელი, რომლის განშლითაც მიიღება მითოსური ნარატივი.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა