სემინარზე განხილული იქნება 1994 წლის პირველი მარტის სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში და მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შეყვანა. აჭარის რეგიონისა და მისი წარმომადგენლების მისდამი დამოკიდებულება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება აღნიშნული გადატრიალებისადმი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საერთოდ ქართული საზოგადოების მისდამი დამოკიდებულებასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოვლენილ პოზიციაზე. საბოლოოდ გაკეთებულია დასკვნა, რომ აჭარას აღნიშნულ სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალი თითქმის არ მიუძღვის მაგრამ ნათქვამია ისიც, რომ 1991-1992 წლის სამხედრო -კრიმინალურ გადატრიალების იდეურ შემზადებაში თავისი წვლილი შეიტანა აჭარიდან გამოსულმა რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ, რომლებიც შემდგომ საქართველოს სახელმწიფო საბჭოსა და ე. წ. პარლამენტში აქტიურობდნენ და მათაც თავიანთი საქმიანობით საქმე ამ შედეგამდე მიიყვანეს.
პრეზენტაციაუკან |