სემინარებზე განხილული იქნება მცენარეთა in vitro სისტემაში გამრავლებისა და კვლევის თავისებურებანი, მნიშვნელობა და უნიკალურობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა იქნება გამახვილებული მეთოდის პრაქტიკულ გამოყენებაზე, სომატური ემბრიოგენეზის არსსა და მნიშვნელობაზე, კლიმატის გლობალური ცვლის პირობებში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად ბიოტექნოლოგიური იარაღების გამოყენებაზე.
In vitro კულტურაში მიღებული კალუსური კულტურების კვლევა და გამოყენების პერსპექტივები გამომდინარეობს კალუსური ქსოვილების თვისებით, დააგროვოს მეტაბოლური ნივთიერებები. ლაბორატორიულ დონეზე მოხდება სახვადასხვა, საინტერესო მცენარეებიდან სტერილური (არასტერილური მასალებიც) კალუსური ქსოვილების და მწვანე ბიომასის მიღება, დაგროვება. შემოწმდება მათი ქიმიური მაჩვენებლები და შემადგენლობა , რის საფუძველზეც დადგინდება მათი გამოყენების შესაძლებლობა, მცენარეული ექსტრაქტის სანაცვლოდ სხვადასხვა პროდუქციაში.
ქსოვილური კულტურის მეთოდის გამოყენებას, მცენარეული ექსტრაქტების სანაცვლოდ, როგორც პროდუქციის შემადგენლობაში შემავალი ბიომასის მიმწოდებელს, დადი პერსპექტივები გააჩნია, რადგანაც მცირე ლაბორატორიულ ფართობზე, მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია მცენარეული მწვანე ბიომასის წარმოება, კალუსური ქსოვილების მიღება. ეტაპობრივად ჩატარდება კვლევები, ტესტირება, ქიმიური შემადგენლობის დასადგენად და ქსოვლების სხვადასხვა თვისებები კულტივირების საფეხურების მიხედვით.
უკან |