ეროზიული დენუდაციური პროცესები თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. მოცემული პრობლემა მწვავედ გვევლინება შიდამთიან აჭარაში (ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპატიტეტთა ტერიტორიებზე განლაგებულ სოფლებში მერისში, წონიარისში, დანდალოში (ქედა), სოფ.: დროში, უჩამბაში, ოლადაურში, ცინარეთში, ვერხვანაში, წყაროთასა და ბარათაულში (შუახევი), სოფ.: ირემაძეებში, დუაძეებში, ძმაგულა, გურძაულში, ყინჩაურში, კვატიაში, ფუშრუკაულში, ხიხაძირში და ა.შ (ხულო).
აჭარის მთათა სისტემა მიეკუთვნება ახალგაზრდა მთათა სისტემას, რომელიც თავის მხრივ სხვა რთულ პროცესებთან ერთად ხასიათდება მთების ფერდობების ჩამოშლით, ღვარცოფული კერების წარმოქმნითა და ეროზიულ-დენუდაციური პროცესების აქტიურობით. ჩვენს მიერ საველე პირობებში ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ შესწავლილ, ტერიტორიათა ამგები ქანების გამოფიტვის სახეობათა მრავალფეროვნება, რელიეფური ფორმები, კლიმატური პარამეტრები, ბუნებრივი მცენარეულობა, ნიადაგების გენეზისური მახასიათებლები და ადამიანის სამეურნეო ზემოქმედება ეროზიული პროცესების გააქტიურებას პირდაპირ განაპირობებს. მიღებული შედეგების საფუძველზე ვაკეთებთ რეკომენდაციებს, რომ აუცილებელია შეწყდეს ბუნებრივ ხე-მცენარეთა უსისტემო ჩეხვა-რეწვა; დადებით შედეგს მოიცემა სავარგულ ტერიტორიებზე ყორეების აგება ან/და მრავალწლიანი ნარგაობების საშუალებით ბუნებრივი დატერასებისთვის პირობების შექმნა; სასურველია ტერიტორიების ზოლ-მორიგეობითად ათვისება, სახნავ ფართობებში თესბრუნვების დაინერგვა, განსაკუთრებით პარკოსანი ბალახმცენარეულობის გამოყენებით; აუცილებელია პრაქტიკაში დაინერგოს და ამოქმედდეს სადრენაჟო სისტემები.
უკან |