სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვიქტორია დიასამიძე, ამა წლის 1 ივნისს, 12 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე - „ფრანკოფონული ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა"

მოხსენება ეძღვნება 2023 წელს ვ. დიასამიძის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს ,, ,,ფრანკოფონული ლიტერატურის მოკლე კურსი“. ნაშრომი განკუთვნილია ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ასევე ფრანგულით და ფრანგულენოვანი ლიტერატურის პრობლემებით დაინტერესებული ყველა პირისთვის. სახელმძღვანელო შეესაბამება ბათუმის შოტა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამას.  ნაშრომი ხელს შეუწყობს მომავალ მკვლევართა ცნობისმოყვარეობის გაღვივებას ფრანგულენოვანი ლიტერატურის მიმართ.

შემოთავაზებული კურსი ფრანგულენოვან ლიტერატურაში საშუალებას მსიცემს სტუდენტებს შეიძინონ საბაზისო ცოდნა ამ საგანში. ეს კურსი შექმნილია როგორც პირველი ნაბიჯი, სანამ სტუდენტები შეძლებენ ფრანგულენოვან ლიტერატურაში კვლევითი მუშაობის განხორციელებას. სამუშაოსი, რომელიც ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ერთ ან რამდენიმე კარგად განსაზღვრულ თეორიულ მიდგომას. მათ, ვისაც სურს განაგრძოს ფრანგულენოვანი ლიტერატურის შემდგომი შესწავლა ამ კონკრეტულ კონტექსტში, შეუძლია გამოიყენოს ქვემოთ მოცემული ლიტერატურის ჩამონათვალში მოყვანილი ნაშრომები, როგორც ამ კურსის ლოგიკური გაგრძელება. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ტიპის ნებისმიერი კურსი, რომელიც, პირველ რიგში, მიზნად ისახავს დისციპლინის მაქსიმალურ გაშუქებას და არა თანმიმდევრულობას, აუცილებლად არასრულია.

ეს ნაშრომი არის საცნობარო წიგნი, სადაც რეზიუმეები ასახავს თითოეული ქვეყნის ლიტერატურულ სურათს და ხსნის გზებს ფრანგულენოვანი ლიტერატურის ზოგად ასპექტებზე დასაფიქრებლად.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა