სემინარები

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ბერიძე, 2024 წლოის 14 ივნისს 13:00 საათზე N516 აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: კონფლიქტის მართვა ორგანიზაციულ სივრცეში

შრომის პროცესის და საორგანიზაციო გარემოს ოპტიმიზაციის თვალსაზრისით,  ჯგუფთაშორისი ურთიერთობების შესწავლა აუცილებელია შემდეგი გარემოებების გამო: პირველი, საორგანიზაციო მიზნების მიღწევისათვის ჯგუფთაშორისი თანამშრომლობა აუცილებელი პირობაა. მეორე, ორგანიზაციას შრომითი ჯგუფების ურთიერთობა, ხშირად, გარკვეულ პრობლემებს უქმნის და მან ეს სიძნელეები უნდა დაძლიოს.

საქმიანი ურთიერთობების პროცესში ორგანიზაციებში იქმნება სხვადასხვა სახის, მათ შორის კონფლიქტური სიტუაციები.

ხელმძღვანელსა და ხელქვეითს შორის ურთიერთდამოკიდებულება თანამდროვე კონფლიქტოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ყოველგვარ საწარმოო საქმიანობას ხშირად თან ახლავს დაპირისპირებები თანამშრომელთა შორის. მიუხედავად  იმისა, რომ ყოველ განსაზღვრულ შემთხვევაში გვეჩვენება, რომ კონფლიქტის მიზეზი, სრულიად კონკრეტულია, გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ყველა ამ ურთიერთდაპირისპირებას აქვს ერთი საერთო საფუძველი: საქმის ფაქტიური მდგოამრეობა, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანების მოლოდინთან, რაც იწვევს კიდეც მათ შორის დაპირისპირებას. სერიოზულ კონფლიქტებსაც კი, შეიძლება ითქვას, ორგანიზაციებისათვის დიდი დამანგრეველი მნიშვნელობა აქვს. თუ წარმოება–დაწესებულებებში თავის დროზე არ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას კონფლიქტის მოწესრიგების საქმეს და არ მოიძებნიან მისი წარმატებულად გადაწყვეტის გზებს, შეიძლება მდგომარეობა ისე გამძაფრდეს, რომ მთელი ორგანიზაციის პარალიზებაც კი გამოიწვიოს. რის შემდეგაც უკვე ძნელი გახდება კონფლიქტის აღმოფხვრა და საწარმოს კვლავ ძველ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება.

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყველა ხელმძღვანელს, განსაკუთრებით კი დამწყებს, უნდა შეეძლოს ხალხთან საერთო ენის გამოძებნა, იგი ასევე უნდა ფლობდეს მეთოდებს, წესებს და საშუალებებს ადამიანებზე ზემოქმედების მოსახდენად.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა