სემინარები

2024 წლის 8 ივლისს 12.30 საათზე, 56-ე აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ლელა თავდგირიძე და ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: “მოსწავლეთა ცოდნის შეფასების გამოწვევები”

2024 წლის 8 ივლისს 12.30 საათზე, 56-ე აუდიტორია,  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის  პროფესორი ლელა თავდგირიძე  და ასოცირებული პროფესორი ნატო შეროზია  წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე:  მოსწავლეთა ცოდნის შეფასების  გამოწვევები”

მოსწავლეთა ცოდნის შეფასება წარმოადგენს საგანმანათლებლო პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს, რადგან ის განაპირობებს არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებას, არამედ მათი სწავლის მოტივაციას, განვითარებასა და მომავალი კარიერის ფორმირებასაც. შეფასებისას იკვეთება არა მხოლოდ მოსწავლის მიღწევები, მისი წინსვლა, მოსწავლის მიერ  ცოდნის შეძენისათვის გაწეული მუშაობა და სიბეჯითე, არამედ ხარვეზებიც მის განვითარებაში, სხვადასხვა სახის პრობლემა, რაც მასწავლებ­ელს აძლევს მრავალმხრივ საყურადღებო ინფორმაციას. ცოდნისა და უნარ-ჩვევების ობიექტური შეფასება ხელს უწყობს დასახული მიზნისკენ სწრაფვას, აძლიერებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად თვითრეალიზების სურვილს და ქმნის საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობას.  ამის გათვალისწინებით, მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასებასა და მის მიზნობრივად გამოყენებას სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი.

მოსწავლეთა შეფასების სისტემის შემუშავება დღესაც ერთ-ერთ აქტუალურ და სადავო საკითხად რჩება მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ბოლომდე არ არის განსაზღვრული შეფასების როლი და დანიშნულება სასწავლო პროცესში. შეფასების როლი უმნიშვნელოვანესია სწორედ იმიტომ, რომ შეფასება წარმოაჩენს საგნის მასწავლებლის, სკოლის პედაგოგიური კოლექტივის შრომასაც და მისი საშუალებით მასწავლებელი განსაზღვრავს და ადგენს იმ საშუალებებს, რითაც მან სასურველ შედეგებს უნდა მიაღწიოს. მოსწავლეთა ცოდნის შეფასება–შემოწმების სისტემა პედაგოგიკის თეორიასა და პრაქტიკაში დიდი ხანია არის კამათისა და ექსპერიმენტების საგანი. ცოდნის ნიშნით შეფასების შესახებ თავიდანვე გამოიკვეთა ორი მოსაზრება: ერთნი უარყოფდნენ მის საჭიროებას, მეორენი საჭიროდ თვლიდნენ ნიშნის გამოყენებას სასკოლო პრაქტიკაში.

კვლევის მიზანია გამოავლინოს და შეისწავლოს ის გამოწვევები და სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან მასწავლებლები და განათლების სისტემა მოსწავლეთა ცოდნის შეფასების პროცესში.  არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომლებიც საყურადღებოა როგორც პედაგოგებისთვის, ასევე განათლების სისტემის განმახორციელებლებისთვის. კერძოდ,  სუბიექტურობა და ობიექტურობის ნაკლებობა; შეფასების მრავალფეროვნება; ზეწოლა და სტრესი; ტექნოლოგიური ინსტრუმენტები; ინდივიდუალური მიდგომა; განათლების სტანდარტების გაუმჯობესება.

კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ არსებული შეფასების სისტემები და მეთოდები ხშირად ვერ ახერხებს მოსწავლეთა რეალური უნარებისა და ცოდნის სრულყოფილად შეფასებას. გარდა ამისა, შეფასების პროცესზე გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მასწავლებლის მიკერძოება, შეფასების სტანდარტები, მოსწავლეთა მოტივაცია და რესურსების ნაკლებობა. ამ გამოწვევების დასაძლევად, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების დანერგვას, შეფასების პრინციპების  და კრიტერიუმების გამჭვირვალობას, მასწავლებლების გადამზადებას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, სათანადო რესურსების უზრუნველყოფას, მუდმივ მონიტორინგსა და შეფასებას, და მრავალდისციპლინურ თანამშრომლობას.

შეფასების სისტემის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის ამაღლებისთვის, რადგან ის გვაძლევს საშუალებას უფრო ზუსტად შევაფასოთ მოსწავლეთა მიღწევები და გამოვავლინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამით კი შესაძლებელი ხდება სწავლებისა და სწავლის პროცესების შესაბამისი კორექტირება და გაუმჯობესება.

სამეცნიერო სემინარზე ვრცლად იქნება წარმოდგენილი დ. უზნაძის, შ. ჩხარტიშვილის

და სხვა მოსაზრებები შეფასების შესახებ

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა