სემინარები

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლალი თავაძე ამა წლის 28 ივნისს, 11:30 საათზე, 41-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე "სიმღერები, როგორც სტუდენტთა მოტივაციის წყარო"

ენის შესწავლა კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს. დღესდღეობით, თანამედროვე მეთოდოლოგია გვთავაზობს სხვადასხვა შესაძლებლობებს, რომლის საშუალებითაც ენის შესწავლა სახალისო პროცესად იქცევა. სტატიაში განხილულია სიმღერების გამოყენების მეთოდი ინგლისური ენის შესწავლის მიზნით. სწავლების პროცეში სტუდენტების ჩართვა, მათი მოტივაციის ამაღლება და ინტერესის შენარჩუნება, თვითშეფასების განმტკიცება –  ყველა პედაგოგის მიზანს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ სხვადასხვა მეთოდებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით ვცდილობთ მივაღწიოთ მიზანს და გავიდეთ სასურველ შედეგზე. სიმღერები, გარდა იმისა, რომ განტვირთვის ერთ–ერთი საშუალებაა, სალექციო პროცესის გამრავალფეროვნების საუკეთსო გზასაც წარმოადგენს. მათი საშულებით რუტინული პროცესი სრულიად იცვლება და მხიარულ, ენერგიულ სასწავლო პროცესად გარდაიქმნება.

სიმღერების გამოყენების დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ის განავითარებს სტუდენტის მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარ–ჩვევებს და ამასთანავე, შესაძლებელია მისი სხვადასხვა მხრივ გამოყენება, იმისათვის რომ ლექსიკის, წარმოთქმის, წინადადებების სტრუქტურების შესწავლის პროცესი საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. სიმღერები შესაძლებელია მოვარგოთ კონკრეტულ მიზანს იქედან გამომდინარე, თუ რა შედეგზე გვსურს გასვლა. სტატია ეხება იმ სხვადასხვა გზებისა და აქტივობების განხილვას, რომლების სტუდენტების მოტივირებისა და სწავლების პროცესში ჩართულობის გარანტია.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა