სემინარები

2024 წლის 28 ივნისს, 12:30 საათზე, 207-ე აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ ლელა თურმანიძისა და ასისტ. პროფესორ გიული თავდგირიძის სამეცნიერო სემინარი თემაზე: მათემატიკის სწავლების საკითხები და არსებული გამოწვევბი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში

სამეცნიერო სემინარი თემაზე: მათემატიკის სწავლების საკითხები და არსებული გამოწვევბი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში

მათემატიკა წარმოადგენს ფუნდამენტურ საგანს, რომელიც კრიტიკულ როლს ასრულებს მოსწავლეთა კოგნიტური უნარების განვითარებასა და მომავალი კარიერული წარმატების უზრუნველყოფაში. თანამედროვე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სამყაროში, მათემატიკური აზროვნება და უნარები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს მდიდარი მათემატიკური ტრადიციები,  სისტემური პრობლემები აფერხებს სასურველი შედეგების მიღწევას. სახეზეა მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და ნეგატიური დამოკიდებულება მათემატიკის მიმართ.  ხშირად მოსწავლეები მათემატიკას აღიქვამენ როგორც რთულ და აბსტრაქტულ საგანს, რადგან სწავლების პროცესში ვერ ექცევა ჯეროვანი ყურადღება მათემატიკის პრაქტიკულ გამოყენებას და რეალურ ცხოვრებასთან კავშირს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები, საგანთა შორის კავშირები, კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა, შემოქმედებითობა და ინოვაციურობა. სწავლების ყველა საფეხურზე  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რაოდენობრივი წიგნიერების უნარების განვითარებას, რის ქვაკუთხედიც საგანი მათემატიკაა.

 მათემატიკის სწავლებაში არსებული გამოწვევების კვლევისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:

  • როგორ მზადდება მათემატიკის მასწავლებლები, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს საქართველოში მათემატიკის მასწავლებლის მომზადების პროგრამებს;
  •  მათემატიკის სწავლებისას რამდენად გამოიყენება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები, რა გამოწვევები აქვთ ამ მხრივ მასწავლებლებს;
  •  რამდენად არის სკოლები უზრუნველყოფილი სწავლებაში ინოვაციური მიდგომების გამოყენებისთვის;  

სემინარზე წარმოდგენილი იქნება პროფ. ლელა თურმანიძისა და ასისტ. პროფ. გიული თავდგირიძის კვლევის შედეგები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში  მათემატიკის სწავლებისას დიფერენცირებული მიდგომების გამოყენების ეფექტურობასა და არსებულ გამოწვევებზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენების მნიშვნელობასა და პრობლემებზე.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა