სემინარები

2024 წლის 23 სექტემბერს, 12 საათზე, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნოდარ კახიძე ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ჩაატარებს სემინარს თემაზე: “ახალი ვერსია ოქროს საწმისის შესახებ”

სემინარი ეძღვნება ოქროს საწმისის შესახებ არსებულ ახალ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც არგონავტების ლაშქობა ძველ კოლხეთში გამოწვეული იყო არა იმდენად ოქროს საწმისის ხელში ჩასაგდებად, არამედ სელის უწვრილესი ნართის წარმოების საიდუმლოს მოსაპოვებლად, რადგან სელის ძაფი, რომელივ თმის ბეწვზე უწვრილესი  იყო, ოქროზე ასჯერ მეტად ძვირი ღირდა და  სელის ქსოვილი ნამდვილ განძად ითვლებოდა ელადაში - ძველ საბერძნეთში.

სემინარზე განხილული და შეფასებული იქნება  არგონავტების ლაშქრობის მიზნების შესახებ არსებული ეს ახალი ვერსია.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა