სემინარები

2025 წლის 28 აპრილს 16.00 საათზე, 309 აუდიტორიაში ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოც. პროფესორების დავით ჩხაიძის და მადონა ლორიას სამეცნიერო სემინარი თემაზე: „საერთაშორისო ASTM ზოგიერთი სტანდარტის ანალიზის გაანგარიშების მეთოდიკა”

ნაშრომში წარმოდგენილია ნავთობისა და გაზის ინჟინერიის პროგრამითგათვალისწინებული სასწავლო კურსის „ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება“ პრაქტიკული ნაწილის საკითხები. ნაშრომში დეტალურადაა გადმოცემული და აღწერილი შესაბამისი ანალიზის პრაქტიკული გაანგარიშების მეთოდები. ნაჩვენებია მათი ამოხსნის გზები დამიმართულებები. ასევე გათვალისწინებულია გამოთვლით მიღებული შედეგებისგაფორმება. ნაშრომი „ნავთობისა და გაზის ინჟინერიის“ სპეციალობის სტუდენტების გარდა, სარგებლობას მოუტანს „ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირების, შენახვისტექნიკა და ტექნოლოგიების“ სპეციალობის მაგისტრანტებს. ასევე, აღნიშნულ სფეროში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა