სემინარები

2025 წლის 5 მაისს 52 აუდიტორიაში, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ალეკო კაშია ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „იგივეობის ესთეტიკა დივანის ლიტერატურაში“

ძველი და ახალი თურქული ლიტერატურა ურთიერთისგან განსხვავდება, როგორც მხატვრული სისტემები. ამ განსხვავებას საფუძვლად უდევს რადიკალურად საპირისპირო ესთეთიკური კონცეფციები, აღქმისა და შეფასების ურთიერთგამომრიცხავი კრიტერიუმები. ცნობილია, რომ ძველი თურქული ე.წ. დივანის და აგრეთვე ხალხური ლიტერატურის ქვაკუთხედს ქმნის იგივეობის ესტეთიკა, რომელიც ატარებს მკაცრად კანონიკურ ხასიათს და დაფუძნებულია წინასწარ დადგენილ და მიღებულ კონვენციებსა და წესებზე. ეს წესები და კანონები, როგორც აუცილებელი და დაურღვეველი პირობა, მოცემულია შემოქმედის ცნობიერებაში და შემოქმედებითი პროცესიც მთლიანად ამ წინასწარ მოცემული მოდელ-შტამპებით არის წარმართული. ახალი და უახლესი თურქული ლიტერატურა კი განეკუთვნება „დაპირისპირების ესთეთიკას“, რომელიც სავსებით არ ცნობს წინასწარ დადგენილ წესებსა და კანონებს. ბუნებრივია,  ესთეთიკურ სისტემათა ეს რადიკალური განსხვავება თავს იჩენს ლექსის სტრუქტურის ყველა დონეზე. ამიტომაც ეგზომ ემიჯნება კლასიკური თურქული ლექსი თანამედროვეს. სემინარზე განხილული იქნება დივანის ლიტერატურის კანონიკის თავისებურებები და აქედან გამომდინარე  იგივეობის ესტეთიკის პოსტულატები, რომელებმაც მთლიანად განსაზღვრეს შუა საუკუნეების მახლობელი აღმოსავლეთის შემოქმედებითი, მხატვრული აზროვნება.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა