სემინარები

2025 წლის 22 მაისს, 15 საათზე, 306 აუდიტორიაში , საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათელა ვარშანიძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "აჭარის იშვიათი და ქრობადი სახეობები"

აჭარის ფლორისტული რაიონი  გამოირჩევა  იშვიათი ჰაბიტატებითა და ტაქსონებით, ენდემური და რელიქტური სახეობებით შექმნილი  ფლორისტული კომპლექსებით, რაც მის  ფლორას უნიკალურობას ანიჭებს. აჭარის ფლორა 1837 სახეობას ითვლის, რომელთაგან   ჩვენს მიერ წარმოებული გამოკვლევებით 125 სახეობა დგას გადაშენების საფრთხის წინაშე, ისინი მთელი ფლორის 6,75%-ს შეადგენენ,  ნაწილდებიან    62 ოჯახსა და 84 გვარში. მათ შორის   ხავსებს  მიეკუთვნება  2 სახეობა (3,2%), ლიკოპოდიუმებს (Lycophyta) 1 სახეობა (0,8%), გვიმრებს (Pterophyta) 14 სახეობა 11,3%, შიშველთესლოვნებს (Pinophyta)-3 სახეობა (2,4%),   ფარულთესლოვნებს (Magnoliophyta) 103 სახეობა 82,3%


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა