სემინარები

2025 წლის 28 მაისსს, 12:00 საათზე, II კორპუსი, აუდიტორია 222, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე:ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენა გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემების განვითარებაზე

სემინარი ეხება ინფორმაციული ტექნოლოგიების გავლენას გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემების განვითარებაზე.

მონაცემების დამუშავება დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ ორგანიზაციაში. მსხვილი კომპანიების მენეჯმენტს სჭირდება სანდო ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, რაც შესაბამისად ხელს შეუწყოს გადაწყვეტილების მიღებას. ამაზეა დამოკიდებული კომპანიის ეფექტური მენეჯმენტის ხარისხი, მისი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვის უნარი და სასტიკი კონკუ­რენციის პირობებში გადარჩენა. ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფორმაციის წარმოდგენის ფორმების სიცხადე, ახალი ტიპის ანგარიშგების მოპოვების სიჩქარე, მიმდინარე და ისტორიული მონაცემების სწორი ანალიზის უნარი. სწორედ ინფორმაციულ ტექნოლოგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემები აძლევს მენეჯერებს ასეთ შესაძლებლობებს.

გადაწყვეტილების მხარდამჭერი სისტემების როლი არის არა მენეჯერის შეცვლა, არამედ მისი მუშაობის ეფექტურობის გაზრდა. ტექნოლოგიების განვითარებით შესაძლებელია ნაკლებ დროში და ნაკლები დანახარჯებით საუკეთესო პროექტების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება. ეს ყოველივე  ხელს უწყობს ორგანიზაციების სამუშაო პროცესის გამარტივებას და მის განვითარებას.

სემინარზე განხილული იქნება გადაწყვეტილების მხარდაჭერის სისტემების არსი და ის მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის დამუშავება, მისი მათემატიკური მოდელის შექმნა, რომელიც მოგვცემს საბოლოოდ პრობლემის გადაჭრის ალტერნატულ შედეგს.

სემინარის ბოლოს წარმოდგენილი იქნება კვლევების შედეგად შესრულებული სამუშაოს შესახებ დასკვნები, ასევე ექსპერტულ შეფასებათა დამუშავების პროცესების პროგრამუ­ლი უზრუნველყოფის და სისტემის დაპროექტების დეტალები.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა