სემინარები

საბუნებისმეტყველო მეცნიერება და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი ანთაზ ქიქავა და ასოცირებული პროფესორი მერაბ მგელაძე, 2025 წლის 30 მაისს, 13:00 საათზე, 326-ე აუდიტორიაში, ჩაატარებენ სამეცნიერო სემინარს, თემაზე: „შიდამთიან აჭარაში ნიადაგწარმოქმნელი ქანების ტრანსფორმაციის მიმართულებები“

ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ: შიგამთიან აჭარაში ნიადაგწარმომქმნელი ქანები მაგმური ინტრუზიული, ძლიერი დანაპრალების მქონე ანდეზიტებისა და ანდეზიტო-ბაზალტების ელუვიებია, რომლებიც მდინარე აჭარისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს განლაგებულ  ჩრდილოეთ ფერდობებზე ძირითად მექანიკური და ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმებით იფიტებიან; სამხრეთ ფერდობებზე, ასევე შიგამთიანი აჭარის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, ქანები ალიტურ-სიალიტური და ფერალიტიზაცია-რუბეფიკაციის მიმართულებით საპროლიტურ-ქიმიური ტრანსფორმაციას ექვემდებარებიან; შიგამთიან აჭარაში ქანების გამოფიტვის თავისებურებები ნიადაგების გეოგრაფიას და გენეზისთან კორელაციურ კავშირს ამჟღავნებს: კერობრივად ირღვევა ნიადაგების გავრცელების ვერტიკალური ზონალობის კანონი და აქ არსებული ყომრალი(Cambisols Chromic) და ყვითელ-ყომრალი (Acrisols Halpic) ნიადაგები ქმნიან სერიებს; შიგამთიანი აჭარის მთა-ტყის ზონაში, ყომრალი (Cambisols Chromic) ნიადაგების გავრცელების არეალში კერობრივად, ერთდროულად მიმდინარეობს, როგორც ყომრალი ისე, წითელი ფერის ნიადაგების წარმოქმნა, რომლის მორფოლოგიური ძირითადი ნიშნები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია იგი გამოიყოს დამოუკიდებელ ნიადაგურ ტაქსონად სახელწოდებით წითელ-ყომრალი (Nitisols Ferralic-Cambisols Chromic)  ნიადაგი.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა