სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ - პროფესორი კახაბერ ქამადაძე 2025 წლის 28 მაისს, 12 საათზე, 48-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "ახალი აღმოჩენები გონიო-აფსაროსის ციხიდან"

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე უკვე ათ წელზე მეტია ერთობლივ არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიცია. ამ ხნის მანძილზე გონიოს არაერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო არტეფაქტი გამოვლინდა. წარმოდგენილ სემინარზე საუბარი ბოლო   -  2025 წლის აღმოჩენებზე გვექნება.  2025 წელს არქეოლოგიური სამუშაოები სამ უბანზე განხორციელდა, ციხის სამხრეთ-დასავლეთ, ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთებში.

სამხრეთ-დასავლეთი ნაწილში ექსპედიციამ შეისწავლა ოსმალური და რომაული ეპოქების ნაგებობათა ნაშთები შესაბამისი არქეოლოგიური მასალებით. საკუთრივ რომაულ კულტურულ ფენაში დაადასტურა  სამეურნეო დანიშნულების მართკუთხა გეგმის ნაგებობის ნაშთები. მათ მშენებლობაში  გამოიყო ორი სამშენებლო ჰორიზონტი ახ.წ. I ს მეორე ნახევრის (მეორე სამშენებლო ჰორიზონტი) და ახ.წ. II-III სს-ის (პირველი სამშენებლო ჰორიზონტი).

ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთში დადასტურდა, რომ ციხის ადრეული ნაგებობის საძირკვლის ნაშთები და ჰიპოკაუსტუმის (იატაკქვეშა გათბობა) სისტემით აგებული რომაული აბანოს ნაშთი.  

სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში აღმოჩენილ ყველაზე საინტერესო აღმოჩენებს შორისაა ამფორების გამოსაწვავი ქურები.  ირკვევა,რომ  ციხის ამ ნაწილში ამფორების საწარმოო  ცენტრი მოქმედებდა. აღმოჩენილია სამი მრგვალი ქურის საძირკველი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იუპიტერ დოლიხენუსის კულტთან დაკავშირებული ნივთები. ერთ-ერთი მათგანია ბრინჯაოს მინიატურა, რომელიც გამოსახავს ხარზე მჯდომ არწივს. მეორე უნიკალური ნივთია ოქროს ფოლგის შესაწირავის/ძღვენის ფირფიტა ბერძნული წარწერით, რომელშიც ასევე "დოლიხეს ღმერთია" მოხსენიებული.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა