სემინარები

2025 წლის 2 ივნისს, 13.30 საათზე, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ჯემალ მიქელაძე ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ჩაატარებს სემინარს თემაზე: “კოლხური და ეგვიპტური სამყაროს ურთიერთმიმართების საკითხისათვის”

კოლხურ და ეგვიპტურ სამყაროს ისტორიის ბევრი საკითხი საინტერესო ურთიერთმიმართებაშია. ამ საკითხით არაერთი მკვლევარ-მეცნიერი იყო დაინტერესებული. ჰეროდოტედან მოყოლებული არაერთ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული ამ ორი ხალხის იდენტური მახასიათებლები. სემინარი მიეძღვნება ქართველი ხალხის ეთნოგრაფიულ ყოფაში შემონახულ ისეთ ელემენტებს (თავსაბურავი, სამოსი, წარწერები ….), რომლებიც ამ ორი ხალხის ისტორიისა და ყოფის მსგავს მომენტებს უსვამს ხაზს.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა