სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ჯინჭარაძე მარინა 2025 წლის 29 მაისს, 12 საათზე, 48-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "კუბიზმი - მოდერნისტული ხელოვნების მნიშვნელოვანი მიმდინარეობა"

XX ს-ის მოდერნისტული ხელოვნების განხილვისას, თვალნათლივ იკვეთება მთელი რიგი მიმდინარეობები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი მიზნებითა და გამომსახველობითი საშუალებებით. მის ყველაზე შემტევ მიმართულებას კი ავანგარდის ცნებაში აერთიანებენ, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და თავისებური მიმდინარეობაა კუბიზმი. მისი წარმოქმნის თარიღად 1907წ. მიიჩნევენ, როცა პაბლო პიკასომ გამოფინა თავისი სახელგანთქმული ტილო „ავინიონელი ქალიშვილები“ და ეს სურათი კუბიზმის მანიფესტი გახდა. მიმდინარეონამ იარსება 1960-იანი წლების დასაწყისამდე და გაიარა განვითარების რამდენიმე სტადია. კუბისტები თავიანთ წინამორბედად პოლ სეზანს ასახელებენ, რადგან სწორედ მის შემოქმედებაში ჩაისახა პირველად საგანთა წარმოჩენა გეომეტრიული ფორმების სახით, უარის თქმა დეტალების გადმოცემაზე და სხვ.

ნაშრომში წარმოდგენილია კუბიზმის ფუძემდებლების - პაბლო პიკასოსა და ჟორჟ ბრაკის შემოქმედების ის ძირითადი ტენდენციები, როცა მხატვრები რეალურ სამყაროს კი არ ასახავდნენ, არამედ ახალ რეალობას ქმნიდნენ, როცა საგნებს სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმებად- კუბებად, პრიზმებად, ცილინდრებად - შლიდნენ, როცა ცდილობდნენ ერთი საგანი სხვადასხვა რაკურსით წარმოედგინათ(მაგ:ადამიანი შეიძლება ერთდროულად ანფასშიც დაეხატათ და პროფილში) და როცა უარს ამბობდნენ ჰაეროვანი სივრცის, პერსპექტივის გადმოცემაზე. აღსანიშნავია, რომ მათი თემატიკაც გარკვეულად შეზღუდულლი იყო. ისინი ძირითადათ ადამიანებს და უბრალო საგნებს - მაგიდებს, სკამებს, ჭურჭელს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს (გიტარა და ვიოლინო) ხატავდნენ. ასევე, სურათის ზედაპირის ფაქტურის გამდიდრების მიზნით კოლაჟსაც მიმართავდნენ.

ნაშრომში ასევე საუბარია ფერნან ლეჟეზე, რომელმაც კუბისტური პრინციპი - გამოესახათ მხოლოდ გეომეტრიული ფიგურები- ყველაზე უფრო სუფთა სახით წარმოადგინა. რაც შეეხება კუბისტებს_ გლეზე, მეტცენჟე, დელონი, ისინი სამყაროს გამოსახვას უკვე აღარ ცდილობდნენ, არამედ ქმნიდნენ გამოგონილ კომპოზიციებს, რომლებშიც საგნების გამოცნობაც კი შეუძლებელია.

ამგვარად, თემაში ნაჩვენებია გზა, როდესაც კუბიზმი დაწყებით სტადიაში, საგნის არსის წვდომას ისახავდა მიზნად, უკიდურესობამდე მოსული კი, სრულიად კარგავს საგანს და ქმნის საფუძველს უსაგნო, აბსტრაქტული ფერწერის წარმოსაქმნელად. მიუხედავათ ამისა, კუბიზმა დადებითი როლი შეასრულა იმდროინდელი დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა