ბერძნული ენის პონტოური დიალექტი გარკვეული ისტორიულ-გეოგრაფიული პირობების გამო იზოლირებულად ვითარდებოდა, ამიტომაც ის საგრძნობლად დაშორდა როგორც ბერძნული ენის სხვა დიალექტებს, ასევე სალიტერატურო ენასაც. უცხო ენათა გავლენები გარკვეულ კვალს ტოვებს არამარტო ლექსიკური მიმართულებით, არამედ გრამატიკული თვალსაზრისითაც, რის თქმის საფუძველსაც აჭარაში მცხოვრებ პონტოელ ბერძენთა მეტყველებაზე დაკვირვება გვაძლევს. აქ მცხოვრებ პონტოელთა მეტყველება თანამედროვე და ძველ ბერძნულ ენასთან მიმართებით ავლენს გრამატიკულ თავისებურებებს, რაც, გარკვეულწილად, უცხო ენათა გავლენებით აიხსნება.
მოგეხსენებათ, ენაში ცვლილებებს უფრო მეტად ლექსიკა განიცდის, ნაკლებად გრამატიკული სტრუქტურა, საინტერესოა, როგორ ფორმირდება გრამატიკული კატეგორიები იზოლირებულად მყოფ დიალექტურ ფენაში, რამდენად არის შენარჩუნებული დედა ენისთვის დამახასიათებელი გრამატიკული სტრუქტურა და რა სახის ცვლილებებს განიცდის.
სქესის ფორმირება
განსაკუთრებით საინტერესოდ გვესახება ისეთ საკითხზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა გრამატიკული სქესი, რომელიც დამახასიათებელია ბერძნული ენისთვის და მისი დიალექტებისთვის, მაგრამ არ ახასიათებს იმ ენებს, რომლებთანაც ბერძნულს მრავალწლიანი კონტაქტები აერთიანებს, მხედველობაში გვაქვს ქართული, თურქული ენები..
აჭარის შავიზღვისპირეთის პონტოელთა მეტყველებაში სქესი როგორც გრამატიკული კატეგორია, აღრეულია, რაც, ვფიქრობთ, პონტოურში ნასესხები ლექსიკის რაოდენობის ზრდით უნდა იყოს განპირობებული. მსესხებელი ენების (თურქული, ქართული) ბუნებისთვის სქესის კატეგორია არ არის დამახასიათებელი, შესაბამისად, არ ხდება ნასესხები ლექსიკის სქესის მიხედვით მარკირება. როგორიცაა, მაგ: საქმრო (მამრ. სქესი) და საცოლე (მდედრ. სქესი) პონტოურში გამოითქმის ერთი და იგივე ფორმით - νου[sh]αλού (ნუშალუ). მომდინარეობს თურქული სიტყვისგან nisanli Kiz (საცოლე), nisanli (საქმრო).
პონტოურში არის როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი და საშუალო სქესის სახელები, თუმცა არსებითი სახელის მეტი ნაწილი საშუალო სქესისაა. ხშირ შემთხვევაში ძველი ბერძნულის მამრობითი სქესის არსებითი სახელები პონტოურში საშუალო სქესს გამოხატავს, ზოგ შემთხვევაში კი თანამედროვე ბერძნული ენის მდედრობითი სქესის სახელები გამოხატავს საშუალო სქესს პონტოურში, თუმცა აღვნიშნავთ, რომ პონტოურში მდედრობითი სქესის სახელებს ნაკლებად განუცდია სქესის ცვლილება, ძირითადად იმავე სქესს აღნიშნავენ, რასაც ძველი და თანამედროვე ბერძნულის არსებითები.
ხშირად პონტოურს, განსხვავებით თანამედროვე ბერძნულისაგან, შენარჩუნებული აქვს ძველი ბერძნულისთვის დამახასიათებელი ფორმები, თუმცა რიგ შემთხვევაში თანამედროვე ბერძნულის მსგავსია. მაგალითად - o ψάρ (ო ფსარ)-თევზი ძველ ბერძნულში მამრობითი სქესისაა, თანამედროვე ბერძნულში საშუალო სქესს განეკუთვნება,
პონტოურში მამრობით სქესს - o ψάρ.
საფიქრებელია, ნასესხები ლექსიკის გავლენით იყოს შესუსტებული სქესის კატეგორია საკუთრივ პონტოურშიც.
რიცხვის კატეგორია
პონტოური დიალექტი ძველ და თანამედროვე ბერძნულთან მიმართებით, მრავლობითის წარმოების განსხვავებულ მოდელს გვიჩვენებს. მრავლობითობას აწარმოებს სუფიქსები: -ς, -α, αρα, αδες, ιδες, ανδ – οι, -ομε, -ნულოვანი... μάνα (მხ.რ.) –μανα-δες (მრ.რ.) - დედა, πλεκος (მხ.რ.) – πλεκ-ομε (მრ.რ.), ποδι/ποδαρι (მხ.რ) – ποδ-αρα (მრ.რ) - ფეხი, δαχτηλο (მხ.რ.) – δαχτιλα-ς (მრ.რ) - თითი..
ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელების წარმოებასთან დაკავშირებით გამოვლინდა, რომ პონტოურს თანამედროვე ბერძნული ენისგან განსხვავებით, შემონახული აქვს ძველი ბერძნულისთვის დამახასიათებელი წარმოება, კერძოდ, საშუალო სქესის საწარმოებლად -ν სუფიქსი, როგორიცაა: πικρόν (პონტ.), πικρός/η/ο (ახ. ბერძ.), pikrov~/α/ν (ძვ. ბერძ.) და მისთ.
ზედსართავი სახელების ხარისხის საწარმოებლად პონტოური გამოიყენებს დამხმარე სიტყვებს, რომლებიც განსხვავებულია ძველი და თანამედროვე ბერძნულისგან, რაც პონტოურში ზედსართავი სახელების წარმოების განსხვავებული მოდელის არსებობაზე მეტყველებს, რომელიც არც ძველი და არც თანამედროვე ბერძნულისთვის არ არის დამახასიათებელი. მაგ.: Μικρόν – κι άλλο μικρός- πόλλα μικρός/[ch]ιπ μικρόν - პატარა, უფრო პატარა, ძალიან პატარა; κάλον-ολιγόν κάλο -[ch]ιπ κάλον -კარგი -უფრო კარგი -ძალიან კარგი.
ფერის აღმნიშვნელ ზედსართავ სახელებს, რომლებიც არსებითი სახელებისგან არის მიღებული, პონტოური, მსგავსად ქართულისა, აღწერითად აწარმოებს. მაგ: ვარდისფერი - τριαντάφυλιχρώμα (პონტ.) - τριανταφυλλής, ροζ (ახ. ბერძ.)..
პონტოურისთვის დამახასიათებელია მიმღეობური ფორმებიც, განსაკუთრებით გავრცელებულია ვნებითი გვარის მიმღეობა და, თანამედროვე ბერძნულის მსგავსად, ხშირად ზედსართავი სახელის ფარდია: Μ-εν-ος/η/α, μ-εν-τδα, μενον/σεν: განქორწინებული - χωρισμ-έν-ος, χωριμ-έν-τζαγάριν, ανδρισμ-έν-τζακεν [ახ. ბერძ. - χωρισμένος/χωρισμένη, შუასაუკ. ბერძნულის ფორმიდან χωρισμός - გაყრა, დაშორება].
რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელებიც მეტ-ნაკლები თავისებურებით ხასიათდება პოტოურში. გავრცელებულია -αρ, -ορ სუფიქსებით ნაწარმოები რიცხვითი სახელები, რომლებსაც ქართულში შეესაბამება იან სუფიქსიანი წარმოება (ενα>εναρ -ერთინი, διο>διαρ/διορ (დიო>დიარ)-ორიანი).
ნაცვალსახელი
ისევე როგორც ძველი და თანამედროვე ბერძნულისთვის, პონტოურისთვისაც ნაცვალსახელთა სუპლეტური წარმოებაა დამახასიათებელი. გავრცელებულია ჩვენებითი, კითხვითი, უარყოფითი, მიმართებითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელები. ნაცვალსახელების წარმოების თვალსაზრისით, პონტოური ხშირად ინარჩუნებს ძველი ბერძნულის მოდელს.
აღსანიშნავია, რომ ძველ ბერძნულში საკუთრივ კუთვნილებითი ნაცვალსახელის გარდა, კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფუნქციით, პირის ნაცვალსახელთა ნათესაობითი ბრუნვის ფორმებიც გამოიყენებოდა, ანუ პარალელურად გვხვდებოდა ფორმები: ο εμός φίλος/ο φίλος μου, პირის ნაცვალსახელთა ნათესაობითი ბრუნვის ფორმა შემორჩა ახალ ბერძნულს. პონტოურს კი ორივე ფორმა შემოუნახავს და პარალელურად გამოიყენებს. მაგ: τ’εμον η μάνα (ტემონ ი მამა)/η μάνα μου (ი მამა მუ) - ჩემი დედა/დედაჩემი.
პონტოური მესამე პირის ნაცვალსახელის ფუნქციით გამოიყენებს ჩვენებით ნაცვალსახელს (εκεινος -εκειν) ისევე, როგორც ანტიკური დიალექტი: მაგ.:εκείνος ετώ-ის იყო; εκείν εσαν - ისინი იყვნენ; εκείν εσαν πεντένοματ - ისინი ხუთნი იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნაცვალსახელი თანამედროვე ბერძნულში არქაულთან მიმართებით ტრანსფორმირებულია და შეიძლება ითქვას ამ მხრივ პონტოური ნაცვალსახელები უფრო ახლოს დგას ახალ ბერძნულთან, მაინც ბევრი ელემენტი აქვს შემონახული ძველი ბერძნულის. განსაკუთრებით არქაული ელემენტების შემონახულობით გამოირჩევა კუთვნილებითი ნაცვალსახელები.
ძველი ბერძნულის მსგავსად, პონტოური დიალექტი კუთვნილებით ნაცვალსახელების პრეპოზიციულ წყობას ავლენს, რაც თანამედროვე ბერძნულისგან, რომლისთვისაც პირიქით, პოსტპოზიციური წყობაა დამახასიათებელი, განასხვავებს პონტოურს. Το εμέτερον φιλον (ძვ. ბერძ.), τεμέτερον το χοριóν (ახ. ბერძ.). ახალი ბერძნულისთვის პოსტპოზიციური წყობაა დამახასიათებელი, ვინაიდან ახალმა ბერძნულმა პირის ნაცვალსახელთა სუსტი ფორმები შემოინახა. ის ყოველთვის საზღვრული სიტყვის შემდეგ დგას და მასთან შერწყმულად გამოითქმის (η ικανότητά μου είναι μεγάλη).
კითხვით და უარყოფით კონსტრუქციებშიც პონტოური ბერძნული წყობის თვალსაზრისით იმეორებს ძველი ბერძნული ენისთვის დამახასიათებელ წყობას, განსხვავებით ახალი ბერძნულისგან.
ზმნის ფორმირება
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია პონტოური ზმნის ერთი განსაკუთრებული თავისებურების შესახებ, რომელიც ამ დიალექტისთვის სპეციფიკური ჩანს. მასზე ჯერ კიდევ ე. ლაზარევი მიუთითებდა, როცა მსჯელობდა პონტოური ზმნის მრავალპირიანობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ზმნის მრავალპირიანობა, როგორც ენობრივი მოვლენა, უცხოა თანამედროვე სალიტერატურო და ძველი ბერძნული ენისთვისაც. პონტოურში შესაძლებლად მიაჩნიათ ერთ, ორ და სამპირიანი ზმნების ფორმათა არსებობა, რაც მიიღება ზმნისა და აკუზატივის ფორმით პირის ან ჩვენებითი ნაცვალსახელის ნაწილის შეხორცების ნიადაგზე.
თანამედროვე და ძველი ბერძნული ენებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც ზმნის ერთპირიანობაა დამახასიათებელი, პონტოური განსაკუთრებულ თავისებურებას ავლენს, რაც ზმნის მრავალპირიანობაში გამოიხატება და კავკასიური ენების გავლენით აიხსნება. ψέ[sh]κετε φαήν (ფსეშკეტე) - მზადდება. ψένω φαή (ფსენო) - ვამზადებ. Ψένω φαή γεία το παίδιν - ვუმზადებ (შვილს, შვილისთვის), ψέν[ძ]μεν φαή (ფსენძმენ) - მიმზადებ.
ზმნიზედა
ზმნიზედების წარმოების თვალსაზრისით პონტოური საკმაოდ განსხვავებულ ფორმებს გვიჩვენებს ძველსა და ახალ ბერძნულთან მიმართებით, როგორც წარმოების თვალსაზრისით, ასევე ფონეტიკური გაფორმების მიხედვითაც. მაგ: აქ - αδακά (პონტ.), εδώ (ახ. ბერძ.) < w|de (ძვ. ბერძ.), μιάν - ერთჯერ, διόν - ორჯერ, πολάφορας - ბევრჯერ...
წინდებული
პონტოურში წინდებულები ისეთივე ფუნქციის მატარებელია, როგორისაც თანდებულები ქართულ ენაში, თუმცა გამოვლინდა, რომ პონტოურში წინდებულებთან ერთად თანდებულებიც გვხვდება, რაც პონტოურის თავისებურებაა და ქართული ენის გავლენით აიხსნება, მაგ.: Αποφκακίαν - დაბლიდან (პონტ.), απόκατω (ახ. ბერძ.), kavtwqen (ძვ. ბერძ.), γεία το σπίτι -სახლისთვის, σο στολ απάν - მაგიდაზე..
სინტაქსი - სინტაქსური თვალსაზრისით პონტოურში განსაკუთრებული თავისებურებები არ ვლინდება. დადასტურდა კნინობით-ალერსობითი სიტყვებიც, რომელთა საწარმოებელი სუფიქსები ისეთივეა, როგორიც სალიტერატურო ენაში. Προβατάκι, κατοπούλ, παππούλικα, παπον და მისთ.
-აჭარის მკვიდრ ბერძენთა პონტოურ მეტყველებაში გამოყენებულ ნასესხებ სახელებს ხშირად მოუდით ბერძნული ენის ბრუნვის თუ რიცხვის ნიშნები: ლიტრა-ς, ცემენტი-ια, των ისტორია-ν...
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აჭარის შავიზღვისპირეთის პონტოელ ბერძენთა მეტყველებაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სალიტერატურო ბერძნულთან და საკუთრივ პონტოურ დიალექტთან მიმართებით გარდა ლექსიკისა, ცვლილებები ხდება გრამატიკულ სტრუქტურაშიც, მართალია ცვლილებებს ლექსიკური ფონდი უფრო მეტად განიცდის, ვიდრე გრამატიკული სტრუქტურა, თუმცა, აქაურთა მეტყველებაში შეინიშნება გრამატიკულ კატეგორიათა თავისებური წარმოება, რაც, ვფიქრობთ უცხო ენებთან კონტაქტების შედეგია.
უკან |